ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი: ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 18 დეკემბერს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა. ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა ვარშავის "ლეგიამ" ნიკა ძალამიძის "ლენჩნას" უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 5:0.

ყაზაიშვილმა თამაში "ლეგიას" ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 60 წუთი დაყო, მატჩის მე-5 წუთზე კი საგოლე გადაცემაც მიითვალა. სტუმართა რიგებში არ უთამაშია ძალამიძეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით "ლეგიას" 35 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში მესამეა და ლიდერ "იაგელონიას" 4 ქულით ჩამორჩება.
ასევე დაგაინტერესებთ