ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩინეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ვაკო ყაზაიშვილის "შანდონგ ტაიშანმა" "შენჟენს" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენებურმა მიმდინარე ჩემპიონატის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე უკვე 4 ზუსტი დარტყმა მოდის.

ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატს ამ ზამთარს თავისუფალი აგენტის სტატუსით სამხრეთკორეული "ულსან ჰიუნდაიდან" მიაშურა.

მისი "შანდონგ ტაიშანი" 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციას იკავებს და ლიდერ "შანხაი შენხუას" 6 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ის მეკარე რას გავს,ჩინელივით რო იყურება,მაგას მეც გავუტან
Levani
16:02 17-05-2024
5
ეგ მთელმა საქართველომ იცის, მაგისმა ცოლისძმამ(ავტირიტეტია) დაემუქრა ნაკრების სტაფს და ფედერაციას(დვალიშვილს დაურეკა), თუ ვაკო ძირითადში არ იქნება ვიღაც-ვიღაცეებს ფეცებს დავამტვრევო და ა.შ
Iraklis
15:27 17-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული