- გიორგი ნავალოვსკი ბაქოს "ნეფთჩის" ღირსებას დაიცავს
- როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები "ნეფთჩიში"?
- ძალიან კარგი. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ "ნეფთჩის" მთავარ მწვრთნელს სურდა გუნდში ჩემი ხილვა. მე დავთანხმდი. მიხარია, რომ ასეთი დიდ კლუბში ვითამაშებ.
- მაგრამ გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა...
- "ნეფთჩი" მართლა არ უნდა იყოს ამ ვითარებაში, რადგან დიდი კლუბია. მინდა
- აზერბაიჯანში მეორედ ხართ. უწინ "ინტერში" ირჯებოდით, ჩემპიონობისთვის...
- მიხარია, რომ ისევ ვითამაშებ აზერბაიჯანის ჩემპიონატში. კარგად მახსოვს ჩემი გამოსვლა "ინტერში". მაშინ გუნდში ბევრი ქართველი თამაშობდა და კოლექტივში ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევდა. სწორედ იქ გავიცანი ელხან აბდულაევი (რედ: "ნეფთჩის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი).
მჯერა, "ნეფთჩიში" ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ. სხვა გზა არცაა. შევასრულებთ დაკისრებულ სამუშაოს და გავახარებთ ქომაგს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სატურნირო მდგომარეობა გამოვასწოროთ.
- დღეს აზერბაიჯანის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელების ნაკლებობაა. ეს თქვენთვის პრობლემა არ იქნება?
- ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ შემექმნება, რადგან ბაქოში მიცხოვრია და კარგად ვიცნობ ცხოვრების აქაურ ნირს. ხოლო ის, რომ აქ ქართველი ფეხბურთელების სიმცირეა, ამას მნიშვნელობა არ ენიჭება.
- ჩემპიონატისგან განსხვავებით, "ნეფთჩი" ქვეყნის თასზე ასპარეზობს კარგად, სადაც ნახევარფინალშია გასული და "ყარაბაღს" დაუპირისპირდება. როგორია ამ ბარიერის დაძლევის შანსი?
- "ყარაბაღი" ძალიან ძლიერია, მაგრამ ბურთი მრგვალია, მინდორი კი - სწორი. ასე რომ, ვინც უკეთ მოემზადება, ის გაიმარჯვებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ფინალში გავიდეთ, წარმატებას მივაღწიოთ და ევროთასების საგზური მოვიპოვოთ.
- უკვე იცით, ბაქოში სად დაბინავდით?
- ჯერ არ ვიცი, სად ვიქნები. ჯერ შეკრება გვექნება, რის შემდეგაც ვიზრუნებ ბინაზე. სავარაუდოდ, ბაქოში ჩემს ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ.
- არ შიშობთ, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშის გამო საქართველოს ნაკრებში ადგილს დაკარგავთ?
- ასე არ ვფიქრობ. რატომ უნდა შემიმცირდეს ნაკრებში გამოძახების შანსი? მთავარია, სტაბილურად ვითამაშო კლუბში და ვიყო ფორმაში, რათა ნაკრებსაც გამოვადგე. ნებისმიერ ფეხბურთელს სურს ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფრის გაღება.