ალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, საქართველოში კარგი მწვრთნელების დეფიციტია

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" 1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 36 წლისთავის აღსანიშნავად, გუშინ, "დინამოს" ფანების ინიციატივით, "დინამო არენაზე" ფინალური მატჩის ჩვენება გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა ალექსანდრე ჩივაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან ის დღე გაიხსენა.

"მაშინ "დინამოს" მართლაც შესანიშნავი თაობა ჰყავდა და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვეძლო. სამწუხაროა და სწორედ ეს მიკლავს გულს, რომ 36 წლის შემდეგ დღევანდელ დღეს დიდი დანაკლისით ვხვდებით: ნოდარ ახალკაცი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, დავით ყიფიანი...

დღეს აქ პატარა დინამოელები
დავინახე. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენს თამაშებს ხშირად ნახავენ. შთამბეჭდავი მატჩი ჩავატარეთ არამხოლოდ ფინალში, არამედ "ფეინოორდთან", "ვესტ ჰემთანაც". ვფიქრობ, თუ ბევრჯერ ნახავენ ამ მატჩებს, ბევრს ისწავლიან და თავადაც კარგი ფეხბურთელები გაიზრდებიან.

ასეთი პატარა ქვეყნისთვის ამხელა წარმატება იშვიათობა იყო. დღეს, ვინც კი იგებს ევროპულ ტიტულებს, ალბათ დაკვირვებული ხართ, რომ იმ კლუბებში სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელები თამაშობენ, ჩვენთან კი მხოლოდ ქართველები იყვნენ და ეს ათმაგად დასაფასებელია.

მომავალი? პირველ რიგში, ძლიერ ჩემპიონატში თამაშია საჭირო. საბჭოთა კავშირის დროს, ჩემპიონატში 18 კლუბი ვიყავით და მოგებას წინასწარ ვერავისთან დაგეგმავდი, იმდენად ძლიერი გუნდები იყო. იმ ჩემპიონატში თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო.

საჭიროა ძლიერი მწვრთნელებიც. სამწუხაროდ, ბავშვთა ვარჯიშებს რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ დღეს საქართველოში კარგი მწვრთნელების დეფიციტია", - თქვა ჩივაძემ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იმ თასის მოპოვება მარტო იმიტომ არის დასაფასებელი რომ ნაღდი ქართველების მოპოვებულია,და არა ქართველების სახელით მოთამაშე უცხოელებით.
თენგო
15 მაისი 2017 15:36
0
შენ ხარ მაგარი სასაცილოა რო გაგიშვან ვარჯის ვერ ჩაატარებ
badri
15 მაისი 2017 14:46
0
გეთანხმები საშა დეფიციტია აბა რა არი დევდარიანი და ცეცაძე რომ იქნებიან საუკეთოსოები მართლა რაუთხარი ამ ფეხბურთს
gela
15 მაისი 2017 09:54
0
ნ-ს
დიდი მნიშვნელობა არ აქვს,მაგრამ 1979 წლიდან 18 გუნდი თამაშობდა სსრკ ჩემპიონატში, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი პირველობა იყო ევროპაში.
სამშობლო
14 მაისი 2017 21:19
0
კარგიმწვრტნელების დეფიციტი არ აარის.უბრალოდ საფეხბურზტო საქმოსნები შესეული არიან ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს ასხვისებენ. ძთქვენს დროს კი მთელი საქართველოდან საუკეთესოები დინამოში იყრიდა თავსფაქტიურად ეს იყო საქართველოს ნაკრები
სანდრო
14 მაისი 2017 21:01
0
სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატი ვერ გაუტოლდება სსრკ ჩემპიონატს... არც დღევანდელ გუნდებს არ აქვთ ის ამბიცია, რომ ევროპის თასი მოიგონ. ის თბილისის "დინამო" თავისი ლეგენდარული შემადგენლობით მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო!!! მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტი გულშემატკივრები ვალდებული ვართ ვიაროთ საქართველოს პირველობის თამაშებზე და ჩვენი დასწრებით წვლილი შევიტანოთ ფეხბურთის აღორძინებასი. მერწმუნეთ, ბევრი კარგი თამაშია!!!
tngh
14 მაისი 2017 17:37
0
დიდი მნიშვნელობა არა აქვს,მაგრამ მაინც,სსრკ ჩემპიონატში 16 გუნდზე მეტი არ თამაშობდა არასდროს:3 ამიერკავკასია,5 ან 6 უკრაინა,4 მოსკოვი,1 შუა აზია და დანარჩენი ხან ვინ და ხან ვინ,თბილისის დინამო 1936 წლიდან სულ უმაღლეს ლიგაში იყო.
14 მაისი 2017 16:37
0
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ერთ ერთი უძლიერესი ლიგა იყო მსოფლიოში და ამიტომაც იყო ძლიერი გუნდი,ეხლა ქუდი რომ შეუგდო სტადიონზე არავინ არ შევა იქ იმიტომ რომ არაფერი საინტერესო არ ხდება იქ.
maxo
14 მაისი 2017 14:36
0

სიახლეები პოპულარული