ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი ვერც საჩხერის "ჩიხურამ" დაძლია

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ფრედ 1:1 ითამაშა ავსტრიულ "ალტახთან" და ევროასპარეზზე გამოსვლა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება თბილისში ავსტრიულ გუნდს მინიმალური ანგარიშით ჰქონდა მოგებული.

- ჩიხურა-ალტახი 0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]

6 ივლისს, ალტახში, "ქეშპოინტ არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა 29-ე წუთზე შტეფან ნუცის გოლით გახსნეს. 57-ე წუთზე კი ლევან ჩიკვაიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთი მასპინძელთა კარში დიმიტრი ტატანაშვილმა გადაგზავნა.

დარჩენილი დრო სოსო ფრუიძის გუნდმა მეტწილად შეტევაში გაატარა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

"ჩიხურამ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ჰამზიჩი, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ჭელიძე, კაშია, განუგრავა (82, დეკანოიძე),
კორიფაძე, გორგიაშვილი (61, ივანიშვილი), სარდალიშვილი, ტატანაშვილი, გელაშვილი (77, ფოიავა).

 

მკითხველის კომენტარები / 6 /
უბრალოდ ალტახს მოგება არ ჭირდებოდა და არ მოგვიგეს ასე ვთქვათ დაგვინდეს.
roma
07 ივლისი 2017 11:52
0
რაო ბატონო სოსო უკლასო გუნდი დაგახვედრეს ხო სახლში? 10 წელია ეს კლასი როგორ ვერ აუმაღლე ნეტავ ჩიხურას? კიდევ 10 წელი გჭირდება ალბათ!
Dragonfly
07 ივლისი 2017 11:02
0
რაა სამწუხარო?რაც დათესეთ ის მოიმკეთ
nini
07 ივლისი 2017 10:01
0
ფრუიძეს რა ვუთხარი.გორგიაშვილი შუიდან უნდა ეთამაშებინა და უფრო მეტი სახიფათო მომენტი შეიქმნებოდა.შუა ნახევარმცველები შეტევას ძალიან ანელებდნენ.აქაც და იქაც გოლები ვაჩუქეთ,ჩვენ კი კომბინაციით გავუტანეთ თანაც ორი,ერთი პირველ ტაიმში გაგვიუქმეს.დროა ქართველმა მცველებმა მეტი კონცენტრაციით ითამაშონ და უკან უაზრო ბურთის Gორებას შეეშვან.იქნებ სამტრედიამ მაინც გაგვახაროს.
calciofan
07 ივლისი 2017 01:15
0
გოლის შემდეგ კარგად შეუტიეს, თუმცა თავდაჯერება არ ეყოთ, ესე მგონია. ბოლო 5 წუთი ალბათ ნერვიულობის ბრალი იყო, კუთხურის ალამს ბურთი რომ ვერ მოაშორეს. სამწუხაროა.
kote
07 ივლისი 2017 01:07
0
88 წუთიდან ვოცნებობდი რომ ალტახი ქართული კლუბი ყოფილიყო! როგორ გაყავდათ კუთხურის ალამთან დრო....
როგორ მომეშალა ნერვები
svan
07 ივლისი 2017 00:35
0

სიახლეები პოპულარული