კი არ უნდა ლანძღოთ, ძეგლი უნდა დაუდგათ!.. ფანები გია ცეცაძის დარჩენას ითხოვენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ.

- ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა სამტრედიელთა ფანკლუბმა:

"გია ცეცაძე კი არ უნდა ლანძღოთ, სამტრედიაში ძეგლი უნდა დაუდგათ! ამდენი წელია გუნდთან ვართ და ამდენი ჩასაფრებული არსად გვინახავს. ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ცუდს დაინახავენ და კარგი როცა მოხდება, დადუმებულნი არიან.

არადა, სად იყო "სამტრედია"? უმეტესად, პირველ ლიგაში და როცა უმაღლესში გადმოვედით, ვარსკვლავები მაშინაც არ მოგვიწყვეტია.
მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, შეიკრა ახალი გუნდი და წარმატებას მაშინაც ვერ მიაღწია.

მოვიდა გია ცეცაძე და მოიყვანა ბიჭები, რომლებიც ქართული გუნდებიდან ჩამოწერილები იყვნენ - ზოგი სკამზე იჯდა, ზოგიც პირველ ლიგაში თამაშობდა. ამ კაცმა გუნდი შეკრა, იმავე წელს მეორე ადგილზე გავიდა, გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონი გახდა და წელსაც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.

ცუდად ვითამაშეთ თუ კარგად, ზედიზედ 2 წელია ევროტურნირებზე გავდივართ. აბა, გაიხსენეთ - ევროტურნირი და სამეული სანატრელი გვქონდა.

გულშემატკივარი ცუდს და კარგს ყოველთვის ვხედავთ, არასდროს არავის არ მოგვრიდებია და ვინც გასაშვები იყო, პირში გვითქვამს - წადი! მაგრამ ცეცაძე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს ჩვენთან, რადგან ამ კაცმა თავისი საქმე იცის.

ცეცა, სამტრედია გაფასებს, უყვარხარ და შენ უნდა იყო იქ, სადაც ხარ. წინ ბევრი სიხარული და წარმატება გველოდება. არავის უსმინო, სამტრედიელებს გვინდა, რომ იყო ჩვენთან და არსად არ გიშვებთ - ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთმანეთისთვის", - წერია "სამტრედიის" ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
ეს მთავრობა ანუ ოცნება სათავისოდ ძალიან ჭკვიანურად იქცევა , ბიუჯეტის ფულებს კლუბებს ურიცხავს, თან ისე რომ არც კითხულობს სად წავა ხალხისგან ამოღებული ფული და რას მოხმარდება? წარმოიდგინეთ საარჩევნოდ ტექნიკურად რამდენი ადამიანი მოისყიდა ამ ხერხით ... ყველა ვისაც ამ ფულთან შეხება აქვს, კლუბების თანამშრომლები , ფეხბურთელები და უბრალო გულშემატკივარიც კი თავს ვალდებულად ჩათვლის არჩევნებზე ხმა ისევ ამათ მისცეს ...არ მისცემენ ხმებს და აღარც სამსახური ექნებათ , აღარც ხელფასები და იმ გულშემატკივარს ვისაც ამათი სჯერა ეგონებათ ფეხბურთიც აგარ განვითარდებაო! ჭკვიანური სვლაა ბ.ტ. ბიძინე ვერაფერს იტყვი . აბა თქვენ გეგონათ ოცნებას ფეხბურთის განვითარება აინტერესებდა ??? მართლა ფეხბურთის ბედი და განვითარება რო აინტერესებდეს ამ მთავრობას მაგ ფულს კონკრეტულ მიმართულებას მიცემდა, ეს არის სამწუხარო სიმართლე და რეალობა ...
დათო - სიმართლე
14 ივლისი 2017 23:29
0
მართალია.ამ კონტიგენტით მაქსიმუმი გააკეთა
გია
14 ივლისი 2017 21:49
0
ძეგლის მერე ცვილის ფიგურა უნდა ჩამოასხან და ეგრევე მადამ ტიუსოში!
Gg
14 ივლისი 2017 18:24
0
tqvens saqmes mixedet da chven rogoricaa samtredia iseti gviyvars.. asetia qartveli tu shegeshala gadagivlis da tu magari xar soroshia da chasaprebulia rodis shegeshleba
bogmianebo ar kaskdet da ar dagvsvarot
14 ივლისი 2017 17:39
0
ჩვენი ორი ფეხბურთელი ევროპაში წავიდნენ სათამაშოდ და წარმატებით გამოდიანო ეს არის ცეცაძის სიტყვები ერთ ერთ ინტერვიუში ..., ერთი დანიის მეორეში ჯახირობს ზივზივაძე , მეორესი გვარი არ მახსოვს ლატვიის ვაი ჩემპიონატში . ამათზე რო იტყვის კაცი წარმატებით გამოდიან ევროპაშიო იმას მწვრთნელი როგორღა უნდა უწოდო ??? ტელევიზორს მაინც არ უყურებს ეგ ვითომ მწვრთნელი ? :-)
დათო-რუსთავი
14 ივლისი 2017 17:26
0
მეგობრებო რატომ ფიქრობთ, რომ სამტრედიას ვინმე ეწინააღმდეგება. მე საერთოდ ქართული ფეხბურთი მტკივა. როცა გუნდი განსაკუტრებით საერთაშორისო ასპარეზზე გადის ეს მთლიანად ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯია. დათასი არ იყოს "ხალხო რას დაგამსგავსათ სეთურმაო............." ხომ გაგიგიათ, რას ამართლებთ ლამისაა დაუჩოქოთ მწვრთნელს გამოიხედეთ თვალებში მორჩით მონური ფსიქოლოგიით აზროვნებას. ამაზე უარესი შედეგი რა უნდა დადოს მწვრთნელმა?. გამაგებინეთ რა? პასუხი მწვრთვნელის მწირ რესურსებზე არის ის, რომ არ უნდა იტრაბახო წინასწარ. საერთოდ ჯობია გუნდის მენეჯმენტი გამოვიდეს და ოფიციალურად ბოდიში მოუხადოს, როგორც უშუალოდ სამტრედიის ასევე მთლიანად ქართული ფეხბურთის ქომაგს!
ასაა სწორი პიზიცია და არა ის, რომ დაიცვათ გაზულუქებული ფეხბურთის ვაი თავები.
ლუკა
14 ივლისი 2017 17:22
0
ბიჭებო ერთი გამაგებინეთ.მწრთნელი წაგებული და ჩაფლავებული თამაშის შემდეგ რო გამოვა და სახალხოდ იტყვის პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიგებო .რას ნიშნავს ეს რა უნდა მოიმოქმედოს? ამ კაცს ეს არ ეხება
kkkk
14 ივლისი 2017 17:09
0
სრულად ვეთანხმები დათო სიმართლეს.ხოლო samtredskis ვეტყი ,ქარტული გუნდებიდან ერტმანეტს ვინ სად გარგვევს და როგორ უკვე კარგა ხანია აზრი არ აქვს,იმიტომ რომ რასაც ესენი თამაშობენ ფეხბურთი არაა
buje
14 ივლისი 2017 16:57
0
გუნდი ლიგაზე გავიდა და იმის მაგივრად გაძლიერდეს,სუსტდება.90წთ განმავლობაში ერთხელ რომ დაარტყა კარში ვისაც არ უნდა ეთამაშებოდა ვერ დარბოდა და ა.შ. ეს ცეცაძის ბრალია.რა კონტიგენტიც ყავს იმას თამაშობს...სამტრედია კი ღირსია კარგი გუნდის და კარგი სტადიონის,თავდადებული გულშემატკივარი ყავს....ბრავო!
კახა ქირია
14 ივლისი 2017 16:40
0
ორი ჯობია ერთი ქალაქის თავში მეორე ბოლოში შედეგზე პასუხისმგებელი არ მწვრთნელი და არა ცენტრ ფორვარდი ან მარცხენა მცველი რანიერის მაგალითიც კმარა რა ლესტერის ფანკლუბმა იგივე ტექსტი ვერ მოიფიქრა ვითომ?
ნოდო
14 ივლისი 2017 16:35
0

სიახლეები პოპულარული