კი არ უნდა ლანძღოთ, ძეგლი უნდა დაუდგათ!.. ფანები გია ცეცაძის დარჩენას ითხოვენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ.

- ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა სამტრედიელთა ფანკლუბმა:

"გია ცეცაძე კი არ უნდა ლანძღოთ, სამტრედიაში ძეგლი უნდა დაუდგათ! ამდენი წელია გუნდთან ვართ და ამდენი ჩასაფრებული არსად გვინახავს. ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ცუდს დაინახავენ და კარგი როცა მოხდება, დადუმებულნი არიან.

არადა, სად იყო "სამტრედია"? უმეტესად, პირველ ლიგაში და როცა უმაღლესში გადმოვედით, ვარსკვლავები მაშინაც არ მოგვიწყვეტია.
მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, შეიკრა ახალი გუნდი და წარმატებას მაშინაც ვერ მიაღწია.

მოვიდა გია ცეცაძე და მოიყვანა ბიჭები, რომლებიც ქართული გუნდებიდან ჩამოწერილები იყვნენ - ზოგი სკამზე იჯდა, ზოგიც პირველ ლიგაში თამაშობდა. ამ კაცმა გუნდი შეკრა, იმავე წელს მეორე ადგილზე გავიდა, გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონი გახდა და წელსაც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.

ცუდად ვითამაშეთ თუ კარგად, ზედიზედ 2 წელია ევროტურნირებზე გავდივართ. აბა, გაიხსენეთ - ევროტურნირი და სამეული სანატრელი გვქონდა.

გულშემატკივარი ცუდს და კარგს ყოველთვის ვხედავთ, არასდროს არავის არ მოგვრიდებია და ვინც გასაშვები იყო, პირში გვითქვამს - წადი! მაგრამ ცეცაძე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს ჩვენთან, რადგან ამ კაცმა თავისი საქმე იცის.

ცეცა, სამტრედია გაფასებს, უყვარხარ და შენ უნდა იყო იქ, სადაც ხარ. წინ ბევრი სიხარული და წარმატება გველოდება. არავის უსმინო, სამტრედიელებს გვინდა, რომ იყო ჩვენთან და არსად არ გიშვებთ - ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთმანეთისთვის", - წერია "სამტრედიის" ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ შვილებო!!!
ცეცაძის მადლი
14 ივლისი 2017 12:45
0
ყოჩაღ სამტრედიელებო. სამაგალითო საქციელია!
c
14 ივლისი 2017 12:21
0
ყოჩაღ ფანებს! ვაფასებ ასეთ ნამდვილ გულშემატკივარს! წარმატებები!
ქუთაისელი
14 ივლისი 2017 12:20
0
ძეგლის დადგმა თუ უშველის ქართულ ფეხბურთს,ერთის მაგივრად რამოდენიმე დავდგათ.
risxva
14 ივლისი 2017 12:08
0
საინტერესოა, რამდენი ადამიანია გაწევრიანებული სამტრედიის ფანკლუბში!!!
ვარია შემწვარაძე
14 ივლისი 2017 12:08
0
ვინ მამაძაღლი!!! გყავდეთ და წარმატებებსაც გისურვებთ. თუმცა, როცა გუნდი 5:0-ზე მარცხდება და თან უსუსურ ფეხბურთს აჩვენებს, მისი მწვრთნელი გასაშვები თუ არა, საყვედურის ღირსი მაინც არის. სამტრედიელი ქომაგები კი მწვრთნელს აღმერთებენ. კი ბატონო, გია საქართველოს დონეზე მართლაც არ არის ურიგო მწვრთნელი და მართლაც ბევრი კარგი გააკეთა სამტრედიის გუნდისათვის, მაგრამ ხომ შეიძლება ქომაგმა ამ წაგების შემდეგ, შეპარვით მაინც გააკრიტიკოს. გყავდეთ ბატონო და წარმატებებსაც გისურვებთ, საქართველოს დონეზე მაინც.
ფეხბურთის სტაჟიანი ქომაგი
14 ივლისი 2017 12:05
0
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი არსადაც არ უნდა წავიდეს. შემდეგი თამაშის მოგებას უნდა ეცადოს.
1,2,3,5,8...
14 ივლისი 2017 11:58
0

სიახლეები პოპულარული