ქუთაისის "ტორპედომ" ესპანური შეკრება ფრედ ნათამაშები მატჩით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
16 თებერვალს, ქუთაისის "ტორპედო" ესტეპონასთან მდებარე "სოტოგრანდეს" მოედანზე უცხოური შეკრების ბოლო მატჩში დრამენის "სტრომსგოდსეტს" დაუპირისპირდა.

"ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: მეკარე მიგინეიშვილი გახლდათ, კარის უსაფრთხოებაზე ასევე ზრუნავდნენ: დაცვის მარჯვენა ფლანგიდან რიგვავა, ცენტრალური ზონიდან ონიანი და ჭელიძე, მარცხნიდან კი გურული. მოედნის ცენტრის კონტროლი ძირითადად გრიგალაშვილისა და დათუნაიშვილის კისერზე იყო. მათზე წინ მარჯვნიდან დოლიძე მოქმედებდა, მარცხნიდან - ტუღუში, თავდასხმაში კი საბანაძე და ბერიაშვილი იყვნენ გამწესებულნი.

თავდაჯერებულმა ნორვეგიელებმა მატჩის დაწყებისთანავე სცადეს "ტორპედოს" ნახევარზე პრესინგის განხორციელება, თუმცა მალევე, მათი არჩეული სტრატეგია უფრო "მოკრძალებული" "ტორპედოს"
შესრულებულმა მაღალი დონის თამაშმა "გახადა".

ბოლო წუთებში თამაში "ტორპედოს" კარნახით მიმდინარეობდა. შეხვედრის მიწურულს დუელის ბედის გადაწყვეტა ფანცულაიას შეეძლო, მაგრამ გიორგის ბურთის დარტყმისას ოდნავ არ გაუმართლა და მეტოქემაც მატჩი ფრემდე მიიყვანა - 1:1.

ზამთრის შეკრება დასრულებულია და აქვე შეგახსენებთ, ესპანეთში გამართულ მატჩებში "ტორპედოს" მიერ ნაჩვენებ შედეგებს:

"მარბელას თასზე" საქართველოს 3-გზის ჩემპიონმა ბუქარესტის "რაპიდთან" ძირითად დროში დაფიქსირებული 1:1-ის შემდეგ პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

ტურნირის ნახევარფინალში გასული მეორე ბუქარესტურ გუნდთან - "დინამოსთან" დამარცხდა(1:2). მე-3 ადგილისთვის პაექრობა კი კიევის "დინამოსთან" დათმო(2:4). შემდეგ იყო ორი საკონტროლო მატჩი, რომლებიც გია გეგუჩაძის შეგირდებმა ერთნაირი ანგარიშით დაამთავრეს - 1:1 "ოცელულთან" და "სტრომსგოდსეტთან".

ქუთათურები 17 თებერვალს გამოემგზავრებიან ესპანეთიდან და მალაგა-სტამბული-თბილისის რეისით სამშობლოში დაბრუნდებიან.

ტორპედო-სტრომსგოდსეტი 1:1

გოლები: 1:0 გიორგი ბერიაშვილი (40),  1:1 50'

VideoSportall.Ge
ტორპედო - სტრომსგოდსეტი 1:1


fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული