ქართველ ქომაგთა ნაწილმა რუსი ფანების მიერ რუსეთის იმპერიალისტური დროშის გამოფენა გააპროტესტა [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგური მატჩის დროს ქართული კლუბის გულშემატკივართა ნაწილმა პროტესტის ნიშნად ტრიბუნა დატოვა.

გულშემატკივრები რუსული გუნდის ქომაგების მიერ რუსეთის იმპერიალისტური დროშის გამოფენას აპროტესტებდნენ.

ქართველი გულშემატკივრების პროტესტის შემდეგ რუსმა ქომაგებმა აღნიშნული დროშა ჩამოხსნეს, რის შემდეგაც თბილისის "დინამოს" ფანები ტრიბუნებს დაუბრუნდნენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge