თბილისის "დინამომ" შეკრებაზე პოლონური "კორონა" დაამარცხა

AutoSharing Option
6 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მე-5 მატჩი გამართა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ამჯერად, პოლონური "კორონა" იყო, რომელიც ექსტრაკლასაში მე-14 ადგილზე იმყოფება.

35-ე წუთზე ჭანტურიშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო ხუთ წუთში მისი პასით ჯაბა ჯიღაურმა "დინამოს" უპირატესობა ორამდე გაზარდა - 2:0. როგორც პოლონური მედია წერს, "დინამომ" "კორონას" ორი უხეში შეცდომით ისარგებლა.

დინამო: ჰრდლიჩკა (დაუშვილი 46), კაკაბაძე (ტაბატაძე 62), რენე ფერეირა (გველესიანი 46), ჭანტურია, თოთაძე, ცინცაძე (ბუკორაცი 46), ჯიღაური (კიტეიშვილი 62), პარუნაშვილი (ჯაფიაშვილი 81), ლობჟანიძე (გუგა 65), ჭანტურიშვილი (მიქელთაძე 72), მანუელი (უგულავა 72)