სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: არველაძე და კობიაშვილი ერთი მარშრუტით

AutoSharing Option
ფოტოზე: რევაზ არველაძე ჟურნალისტების გარემოცვაში
ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებამდე სამიოდე დღეა დარჩენილი. პრეზიდენტობის კანდიდატები შეხვედრებს აგრძელებენ.

ასე მაგალითად, რევაზ არველაძე დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა. იქ მან დაგეგმა შეხვედრები მარტვილში, ფოთსა და ზუგდიდში, "მერანის", "კოლხეთისა" და "ზუგდიდის", აგრეთვე, რეგიონული ფედერაციისა და საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

არველაძეს ახლდნენ ვეტერანი ფეხბურთელები - მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, ლევან ნოდია...

ასევე დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქს ესტუმრა ლევან კობიაშვილი: ბათუმში ადგილობრივი "დინამოს", ქობულეთის "შუქურას", ქედას "ბეთლემისა" და ხელვაჩაურის "მაჭახელას" წარმომადგენლებთან და ფეხბურთელებთან შეხვედრას საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო.

მერე კობიაშვილმა
ლანჩხუთში გადაინაცვლა და "გურიასა" და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გულშემატკივრებსა და მედიასაც ელაპარაკა, რასაც მოჰყვა სტუმრობა ოზურგეთში.

ამ ყველაფრის შემდეგ კობიაშვილმა თავისი გეგმები და საარჩევნო პროგრამა "ზუგდიდის" ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს გააცნო, მოინახულა "ბაიას" საწვრთნელი ბაზა, სოფელ რუხის საფეხბურთო კომპლექსი და ზედა ეწერის სტადიონი.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლევან კობიაშვილის შეხვედრა "ზუგდიდის" ოფისში
"მიხარია, რომ ფეხბურთისა და, ზოგადად, ამ არჩევნების მიმართ საქართველოში ძალიან დიდი ინტერესია. ეს მაიმედებს, რომ სწორი მიდგომითა და განვითარებით, გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება სავსებით შესაძლებელია" , - თქვა კობიაშვილმა.

"ლევან კობიაშვილი პირველად არ გვსტუმრობს, მაგრამ დღეს უფრო საფუძვლიანად ვილაპარაკეთ. მან გაგვაცნო პროგრამა, ჩვენ კი საკუთარ სატკივარზე ველაპარაკეთ. იმედი გვაქვს, რომ ლევანის მოსვლით ქართულ ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვლება", - ამბობს ბათუმის "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი.

ამასობაში, მამუკა კვარაცხელია ლვოვშია, სადაც უეფამ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ("შახტარი"-"პარი სენ-ჟერმენი") მედიაოფიცრად გაამწესა. ის თბილისში ზეგ დაბრუნდება.

და ბოლო ინფორმაცია - 3 ოქტომბერს, ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატები ახალ პრეზიდენტს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" აირჩევენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
სამწუხაროდ არაფერი არ შეიცვლება! ისევ არველაძე დარჩება ფედერაციის დირექტორად, გვერდზე მოისვამს მის დამშეულ ბრიგადას და გაგრძელდება "მაყუთის გაქაჩვა" რეზია ვალშია ამ ხალხთან აბა მუქთად კი არ აირჩევენ... ფეხბურთი???? რა ფეხი რის ბურთი?! არველაძე და მისი მახინაციები აი ეს არის ფეხბურთი საქართველოში !
0
უკვე სირცხვილიც აღარაა, როდემდე ეს სიმახინჯე, ბატე რომას უგებს,როდემდე? ბოლო შანსი გვაქვს, არველაძეები სახლში თავიანთი ნულოვანი შედეგით,35 საეჭვო რეპუტაციის და ჭკუის მქონე კაცის გადასაწყვეტი აღარაა ეს საქმე. სისტემა უნდა დაინგრეს.
ჯიჯი ალფაიძე
15:02 30-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული