არსებული ინფორმაციით, სფფ-ის ერთ-ერთი დელეგატი დაკავებულია

AutoSharing Option
ფოტოზე: გეგა გობეჯიშვილი და რევაზ არველაძე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული დელეგატი ხმის მიცემას რეზი არველაძისთვის აპირებდა.

გობეჯიშვილი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამოა დაკავებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. გობეჯიშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს.

ამ დროისთვის უცნობია, გაათავისუფლებენ თუ არა გობეჯიშვილს და დაესწრება თუ არა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს, რამდენიმე წუთის წინ
მივიდა ერთ-ერთი კანდიდატი რეზი არველაძე. მისი განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა გობეჯიშვილთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საკითხს, შესაძლოა, თუ არა გობეჯიშვილის დაკავების გამო საფრთხე შეექმნას დღევანდელი არჩევნების ჩატარებას, როგორც არველაძემ განაცხადა, "ამას უეფა-ს წარმომადგენლებთან შეხვედარზე გაარკვევს".

დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო ყრილობა სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში 11:00 საათზე დაიწყება.

არჩევნებში ხმას 35 დელეგატი ფარული კენჭისყრით მისცემს. საარჩევნო დელეგატებს შორის არიან საფეხბურთო კლუბები, საფეხბურთო ასოციაციები და რეგიონული საფეხბურთო ფედერაციები.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეზი უკვდავიაა
taaa
10:29 03-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული