სფფ-ს ახალი ვიცე-პრეზიდენტების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომა ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა.

სფფ-ის პრეზიდენტნმა ლევან კობიაშვილმა აღმასრულებელ კომიტეტს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ჯღარკავა და "საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე წარუდგინა.

ახალ ვიცე-პრეზედინეტებს ნდობა აღმასკომის სრულმა შემდგელონაბმ გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრეზიდენტებად ჭუმბურიძესა და ჯღარკავას მომავალში დანიშვნის შესახებ ინფორმაცია Sportall.ge-მ აღმასკომის სხდომამდე ერთი კვირით ადრე მოიპოვა.


გარდა ამ საკითხისა დღევანდელ სხდომაზე ლანჩხუთის "გურიის", საქართველოს ფუტსლი ეროვნული ჩემპიონატისა და ილია კოკაიას საკითხებიც განიხილეს.
ასევე დაგაინტერესებთ