გიორგი დევდარიანი: შოთასი მადლობელი ვარ, მაგრამ საქმეს შუა გზაზე ვერ მივატოვებდი

AutoSharing Option
შოთა არველაძეს თელ-ავივის "მაკაბი" მთავარ მწვრთნელად იწვევს და საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს. ცნობილი იყო, რომ "მაკაბიში" მასთან ერთად გიორგი დევდარიანსაც უნდა ემუშავა, მაგრამ ეს ვარიანტი გუშინ გამოირიცხა:

"გიორგის ველაპარაკე და ვუთხარი, კონკრეტულად რა პირობები ექნებოდა მას, თუ მე "მაკაბიში" ვიმუშავებდი. რომ იცოდეთ, საქართველოს პირობებთან შედარებით, ლაპარაკია ძალიან სოლიდურ ანაზღაურებაზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გიორგიმ დალოდებას ისევ თბილისის "ლოკომოტივში" დარჩენა ამჯობინა", - თქვა შოთა არველაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში.

დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ შოთას მიერ ნახსენები "ძალიან სოლიდური ანაზღაურება" წლიური 100 ათასი ევროა.

რატომ გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა დევდარიანმა? 43 წლის სპეციალისტს კომენტარისთვის დავუკავშირდით:

"შოთასი მადლიერი ვარ, უცხოეთში სამუშაოდ კიდევ ერთხელ რომ მიმიწვია. "მაკაბიში" ფინანსურად მართლაც გადასარევი პირობები მექნებოდა.

მაგრამ ბოლო მომენტში დავფიქრდი და ჩავთვალე, რომ "ლოკომოტივს" და აქაურ ბავშვებს უფრო ვჭირდებოდი, ვიდრე "მაკაბის", სადაც მუშაობა ჩემთვის მართლაც დიდი პატივი იქნებოდა.

ამ ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა, მაგრამ ეს უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე - ჩემს მწვრთნელობას აზრი ექნება, თუ "ლოკომოტივის" 18-წლამდელებში ეროვნული ნაკრებისთვის ერთ ნიჭიერ ბავშვს მაინც გავზრდი.

ახლა ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის და არის იმის ალბათობაც, რომ იუნიორების ჩემპიონთა ლიგაშიც მოვხვდეთ. საქმის შუა გზაზე მიტოვება კი არ შემეძლო".

აი, ასე. და კიდევ: 1998-99 წლებში დაბადებულების ჭაბუკთა ლიგაში დევდარიანის გაწვრთნილი "ლოკომოტივი" პლეი-ოფის მატჩებს 16 და 20 ივნისს ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" წყვილში გამარჯვებულს მთავარი ჯილდოსთვის 26 ივნისს "მიხეილ მესხზე" დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ბოლოს ყველაფერს მაინც ფინანსები წყვეტს. არ ვფიქრობ, რომ გიორგიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი შანსი ყოველთვის არ მოდის, თანაც იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა ვინ გთავაზობს. გამოდის, რომ მან შოთის უგანა. ასე არ ხდება ძმობაში...ბავშვებთან მუსაობა კი ისედაც არ ეშლება ამ კაცს და ყოველთვის მოასწრებდა მას.
ase mgonoa me...
16 ივნისი 2016 12:38
0
devdara aris yvelaze magaei kaci da yvelaze magari adamiani dges eseti adamianebi agar darchnen gaixare gio shen ojaxtan ertad kai kaci xar
irakli
16 ივნისი 2016 11:32
0
მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენს მიმართ, ბატონო გიორგი! საღოლ!
gulSematkivari zestafonidan
16 ივნისი 2016 11:05
0
მაგარი კაცი ხარ? გიორგი გენაცვალე ზოგ ზოგიერტები რო ყოფილიყვნენ ეგრევე ფულის გულისტვის გაიქცეოდნენ ეს დარცჰა ტავის ქვეყანაში და უდა რო განავიტაროს ჩვეტან ფეხბურთი წარმატებები გიო
irakli
16 ივნისი 2016 09:42
0
წაიკვნეტ ტკვენი დზმა ავსაჯანა მაგარი კაცი
iq
16 ივნისი 2016 02:14
0
მთელი სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას,იმიტომ რომ ბატონ გიორგისნაირ პროფესიონალებზეა დამოკიდებული ქართული ფეხბურთის განვითარება და გამარჯვება!გვიმრავლოს თქვენაირი ქართველი სპეციალისტები.
gia
15 ივნისი 2016 23:28
0
გიორგი კარგი კაცი ხარ!ასე ღირსეულად გააგრძელე სამომავლოდ მოღვაწეობა!...წარმატებებიი!...
არტაგი
15 ივნისი 2016 21:06
0
აბსოლიტურად არასწორი გადაწყვეტილება
დავითი
15 ივნისი 2016 21:05
0
წადი იმუშავე, ისწავლე, კვალიფიკაცია აიმაღლე და მერე უფრო გამოადგები, ბავშვებსაც და ქვეყანასაც.
სახელი
15 ივნისი 2016 20:13
0
გიო დზალიან მაგარი ადამიანიხარ სჰენნაირად არამგონია დგეს ვინმე მოქცეულიკო.სგ
ბექა
15 ივნისი 2016 19:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული