თბილისის "დინამო" ავსტრიაში "ლეგიას" დაუზავდა

AutoSharing Option
23 ივნისს ავსტრიულ ნოიშტიპტში თბილისის "დინამომ" ამხანაგური მატჩი გამართა ვარშავის "ლეგიასთან" და 1:1 დაუზავდა.

მატჩის 58-ე წუთზე ანგარიში საჯარიმო დარტყმით მათე ცინცაძემ გახსნა, მაგრამ ათ წუთში პოლონელებმა გაათანაბრეს.

ეს ავსტრიულ შეკრებაზე "დინამოს" პირველი სპარინგი იყო.