ნიკა კვეკვესკირი: არ ვფიქრობთ, რომ "სამტრედია" სუსტი მეტოქეა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" ქართველმა ლეგიონერმა ნიკა კვეკვესკირმა ბაქოში, "სამტრედიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

30 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩი აზერბაიჯანულ გუნდთან ანგარიშით 1:5 დათმო.

- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"ბუნებრივია, რომ ასეთი ანგარიშით მოგებას არ ველოდით. უბრალოდ, ბიჭებმა შეასრულეს მათ წინაშე დასახული ამოცანები. ჩვენ ძალიან კარგად მოვემზადეთ ამ შეხვედრისთვის.

არ ვფიქრობთ, რომ "სამტრედია" სუსტი მეტოქეა და წყვილში გამარჯვებულის ბედი გადაწყვეტილია", - აქვეყნებს ნიკას ნათქვამს azerisport.com.