ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ცოტა ხნის წინ გაირკვა.

თბილისელების მეტოქე სომხეთის მოქმედი ჩემპიონი "ალაშკერტი" იქნება, რომლის მეტოქეც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორული "სანტა კოლომა" იყო. ორი მატჩის ჯამში სომხურმა გუნდმა მეტოქე სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 3:0.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 12/13 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 19/20 ივლისს. "დინამო" პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს.