ჯაბა ჯიღაური: რომის "ლაციო"? დეკემბრის შემდეგ გავიგებთ...

AutoSharing Option
ქართულ სპორტულ მედიაში (allsport.ge) გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველით ჯაბა ჯიღაურით იტალიური სერია A-ს კლუბი რომის "ლაციო" დაინტერესდა, sportall.ge-სთან კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

ჯიღაურმა "ლაციოს" ინტერესის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

"რომის "ლაციო"? ჯერ არაფერი ვიცი და ვერაფერს გეტყვით... მე "დინამოს" ფეხბურთელი ვარ, კლუბთან კონტრაქტი კი დეკემბრამდე მაკავშირებს. მომავალში რა და როგორ იქნება, ერთად გავიგებთ...", - თქვა ჯაბამ.