შესაძლოა, ბევრმა ვერ შენიშნა, რომ იმ დღეს მოედანზე კიდევ ერთი ადამიანი იყო, ვინც ახლახან საქართველოში თამაშობდა: "ზორიას" 24 წლის მეკარე ოლექსეი შევჩენკო, რომელიც 2015
- ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: ლიპარტიას წაგება "ოლდ ტრაფორდზე" [VIDEO]
უკრაინელი საქართველოში დონეცკის "ოლიმპიკიდან" ჩამოვიდა, სადაც წარმოშობით ქართველ მეკარესთან, ზაურ მახარაძესთან კონკურენციას ვერ გაუძლო, მაგრამ კარიერა ვერც ქუთაისის "ტორპედოში" აეწყო და მისი ფორმა მხოლოდ ოთხჯერ მოირგო. ქუთაისელთა მაშინდელი მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ამბობდა, რომ შევჩენკო ისეთ დროს ჩამოვიდა, როცა ტორპედოელთა მეკარე ბექა შეყრილაძეც ჩინებულ ფორმაში იყო და მისი შემადგენლობიდან ამოგდება გაუმართლებელი იქნებოდა.
მაგრამ შევჩენკო ნიჭიერია და დიდი შანსი აქვს, კარგი მეკარე დადგესო, - ესეც დარასელიას სიტყვებია.
შევჩენკო "ტორპედოში" იჯარით თამაშობდა. სხვათა შორის, მისი ტრანსფერი მაშინაც კიევის "დინამოს" ეკუთვნოდა და დღესაც ასეა. 2015 წლის ივნისში, როცა უკრაინელს ქართულ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა, სამშობლოში ახალი გუნდის მოსაძებნად დაბრუნდა. მერე ქუთაისელებს აღარ შეხმიანებია და "ტორპედოში" ჩათვალეს, რომ მათთან თამაში აღარ სურდა.
მაგრამ შევჩენკოთი უკრაინაში არ დაინტერესდნენ და "დილაში" აღმოჩნდა. ეს ის პერიოდია, როცა გორში ნუკრი რევიშვილს ელოდნენ, მან კი კონტრაქტი სარანსკის "მორდოვიასთან" გააფორმა და "დილას" მისი შემცვლელის სასწრაფოდ მოძებნა მოუხდა. შევჩენკომ "დილასა" და ბელგრადის "პარტიზანთან" საჩემპიონთალიგო მატჩში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. სამშობლოში კი შარშან, დეკემბერში დაბრუნდა და "ზორიაში" ჩაირიცხა.
საინტერესოა, რომ ევროპალიგაზე "მანჩესტერთან" შეხვედრის შემდეგ ოლექსეი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ქვეყნის ეროვნული გუნდის შეკრებაზე მიიწვია. 6 ოქტომბერს უკრაინა თურქეთს შეხვდება, ხოლო 9-ში - კოსოვოს. ამის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ:
"ალექსეი შევჩენკოს მიმდინარე სეზონში მიეცა შანსი, რომელსაც ორივე ხელით ჩაეჭიდა. მანამდე ახალგაზრდა მეკარეს უკრაინული პრემიერლიგის კლუბებში კარიერის აწყობის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა და ხელი კიევის "დინამოსთან" შეთანხმებას მოაწერა, მაგრამ ეს ნაბიჯი წარუმატებელი გამოდგა.
"ჰოვერლასა" და "ოლიმპიკში" წარუმატებელი იჯარის შემდეგ საქართველოშიც კი წავიდა და 2015-16 წლებში, ორ სხვადასხვა კლუბში, "დილასა" და "ტორპედოში" თამაში მოასწრო. წლეულს ლუგანსკის "ზორიას" მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა მას ძირითადში ადგილი ანდო და შევჩენკოც პრემიერლიგასა და ევროპალიგაზე საიმედოდ გამოიყურება. მას უკრაინის ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"