
წილისყრის პროცესში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირთან ერთად საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი თამარ ტატუაშვილიც მონაწილეობდა.
წილისყრის შედეგად, მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:
"კოლხეთი 1913" -"დინამო" (ბთ);
"ზუგდიდი" - "ცხინვალი";
"შევარდენი 1906"/"ბეთლემი" - "საბურთალო";
"სამეგრელო"/"მარგვეთი 2006" - "გურია";
"საპოვნელა"/"მარკ სტარსი" - "ტორპედო";
"ლესიჭინე 2016"/"დინამო სოხუმი" - "ჩიხურა";
"ვიტ ჯორჯია" - "სამტრედია";
"სამგურალი-2"/"კოლხი" - "დილა";
"გარეჯი"/"საბურთალო-2" - "კოლხეთი ხობი"/"იმერეთი";
"გაგრა" - "მეშახტე";
"რუსთავი" - "მერანი";
"ლიახვი აჩაბეთი"/"სქური" - "სიონი";
"ვარკეთილი"/"გორი" - "შუქურა";
"გარდაბანი"/"ნორჩი დინამო" - "ლოკომოტივი";
"ჭიათურა"/"თელავი" - "სამგურალი".
მერვედფინალისტები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან. მატჩები 15 მარტს გაიმართება და მათ პირველად დასახელებული გუნდები უმასპინძლებენ.
gff.ge