სფფ-ის ხელმძღვანელობამ კლუბებს უეფასთან არსებული კომუნიკაციიდან გამომდინარე მდგონარეობა გააცნო, მათ შორის, ის ფაქტი, რომ ლიცენზირების პირობები და ვადები არ შეცვლილა და კლუბებმა, რომლებმაც სპორტული შედეგით უეფას 2020/21 წლის საკლუბო ტურნირებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს სალიცენზიო დოკუმენტაცია მიმდინარე წლის მომავალ კვირაში უნდა წარმოადგინონ.
პირველ აპრილს საქართველო უეფა-ს მიერ დაგეგმილ კიდევ ერთ ვიდეო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციაზე, რომელშიც 55-ვე წევრი ფედერაცია იქნება წარმოდგენილი, განხილული იქნება ევროპული ფეხბურთის სამომავლო გეგმები.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 და ლიგა 3, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველა აღნიშნული ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება 11 მარტს სამკვირიანი ვადით მიიღო. მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო კი, აღნიშნული ვადა შესაბამისად გაგრძელდა. ჩემპიონატების განახლების თარიღი მოვლენების განვითარების შესაბამისად დადგინდება.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით