გაგრა-მერანი 4:0
1:0 კალანდაძე (10. შარიქაძის პასით), 2:0 შარიქაძე (24. ჯერემიას პასით), 3:0 ჯერემია (53. შარიქაძის პასით), 4:0 ტყეშელაშვილი (74. ხუციძის პასით)
გაგრა მერანი
4-4-1-1 4-4-2
ბეგაშვილი შეროზია
ზ. ჩხეტიანი კაკუშაძე
კალანდაძე იობაშვილი
ტყეშელაშვილი გ. ჟვანია
ჯგერენაია სუხიაშვილი
ხუციძე ჩალაძე
ნაკონეჩნი ე. გრიგალაშვილი
ყურულაშვილი დიდავა
ჯიშკარიანი მანწკავა
შარიქაძე ტაპე
ჯერემია ამბროლაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ჯელაძე მ. ჟვანია
გაგრა
62. ნაკონეჩნი - ქართველიშვილი
77. ხუციძე - გაბედავა
84. ჯიშკარიანი - ხოჯაშვილი
სათადარიგოები: მაღრაძე, სიჭინავა, ჭკუასელი, კვანტალიანი
მერანი
46. ე. გრიგალაშვილი - მემარნიშვილი
62. ამბროლაძე - სამადაშვილი
76. კაკუშაძე - ჭაფოძე
სათადარიგოები: გ.
გაფრთხილება: მანწკავა (49), ნაკონეჩნი (56)
არბიტრი: თ. გვანცელაძე
ჩემპიონატის ბოლო ტურში "გაგრამ" რუსთავში შთამბეჭდავად ითამაშა და გამარჯვება ხელიდან მატჩის მიწურულს გაუშვა, რამაც გვაფიქრებინა, რომ ზვიად ჯელაძის გუნდი კრიზისიდან გამოდის, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კი კრიზისის ხსენება უკვე უადგილოა - საქართველოს თასის მფლობელებმა თამაში იმ დონეზე ჩაატარეს, როგორითაც წინა სეზონის მიწურულს გვაკვირვებდნენ ხოლმე.
ამ მეოთხედფინალურ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა, მაგრამ მცირე უპირატესობა ჩემპიონატში დამაჯერებლად მოთამაშე "მერანისთვის" უფრო უნდა მიგვენიჭებინა. თუმცა "გაგრამ" პროგნოზები თავდაყირა დააყენა და ისეთი ანგარიშით გაიმარჯვა, როგორსაც მისი ყველაზე ერთგული გულშემატკივრებიც ვერ წარმოიდგენდნენ. 4:0 უკვე ყველაფერზე მეტყველებს, "გაგრა" ცალი ფეხით ნახევარფინალშია, მარტვილელებს კი საკუთარ მოედანზე სასწაული თუ იხსნის.
ანგარიში მოედანზე განვითარებულ მოვლენებს სრულად ასახავს, მასპინძლები, ფაქტობრივად, მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და გამარჯვება უფრო სოლიდური ანგარიშითაც შეეძლოთ, "მერანი" კი გუშინ ახლოს მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანასთან იყო.
"გაგრამ" აგრესიული და შემტევი ფეხბურთი შემოგვთავაზა, სტუმრები კი უჩვეულოდ ინერტულები იყვნენ და მეტოქეს ღირებული ვერაფერი დაუპირისპირეს. მასპინძელთაგან თითოეულმა ფეხბურთელმა მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ, უპირველესად, გოლისა და ორი საგოლე გადაცემის ავტორი ლევან შარიქაძე უნდა გამოვარჩიოთ.
ეფექტური იყო ნიგერიელი ჯონ ჯერემია, რომელსაც არაერთი სათამაშო ნაკლი კი აქვს, მაგრამ აშკარად ეტყობა, ისეთი "მასალაა", რომლისგანაც, შესაძლოა, თუნდაც მისი თანამემამულე ოვონიკოკოს დონის თავდამსხმელი დადგეს.
"გაგრას" ოთხივე გოლი ლამაზი გამოვიდა. მე-10 წუთზე შარიქაძის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი ლაშა კალანდაძემ შეაგება და თავისიანები დააწინაურა. ამის შემდეგ მასპინძლები მარტვილელთა კარს კიდევ რამდენჯერმე დაემუქრნენ და მალე მეორედაც იხეირეს - სწრაფი კომბინაცია ჯერემიას პასითა და შარიქაძის საგოლე დარტყმით დასრულდა - ამ უკანასკნელმა მახვილი კუთხიდან მეკარისგან შორეულ კუთხეში გაიტანა.
შესვენებამდე დასამახსოვრებელი გიორგი მანწკავას, ელგუჯა გრიგალაშვილისა და ირაკლი ხუციძის უშედეგო დარტყმები იყო, აგრეთვე მოედანზე შესული მაწანწალა ძაღლი, რომელმაც თამაში დაახლოებით ერთი წუთით შეაფერხა.
მეორე ტაიმის დასაწყისში "მერანმა" კიდევ ერთი მძიმე დარტმა მიიღო - შარიქაძის გრძელი და გამოზომილი პასით თავი ჯერემიამ გამოიჩინა. იქვე ნიგერიელმა რეალური მომენტი გააფუჭა, მეოთხე გოლი კი განსაკუთრებით ეფექტური იყო - ხუციძის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი "გაგრას" კაპიტანმა გიორგი ტყეშელაშვილმა "მერანის" კარში ძლიერი დარტყმით ერთი შეხებით გაგზავნა - 4:0.
შეხვედრის მიწურულს ერთი ბურთის გაქვითვა გურამ სამადაშვილსა და მუნინი ტაპეს შეეძლოთ, თუმცა მიზნამდე მცირედი დააკლდათ და მარტვილური მატჩი ინტრიგის გარეშე დარჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"