დვალიშვილი "პოლონიასგან" სეზონში 300 ათასს ევროს ითხოვს

AutoSharing Option
ჰაიფას "მაქაბის" ქართველი ლეგიონერი ვლადიმერ დვალიშვილი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში კლუბის საუკეთესო ბომბარდირია, ამჟამად პოლონეთში იმყოფება. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვარშავის "პოლონიასთან" მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც გაირკვა, დვალიშვილს სურს, რომ პოლონელებმა მას სამი წლის განმავლობაში, თითო სეზონში 300 ათასი ევრო გადაუხადონ. ქართველი თავდამსხმელი ნაკლები გასამრჯელოს სანაცვლოდ პოლონურ კლუბში, სავარაუდოდ, არ გადავა.

იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი შედგა, "მაქაბი" ქართველის სანაცვლოდ 300 ათასს ევროს მიიღებს. ამასთან, ისრაელში დაბრუნებისას ლადომ გარკვეული საკითხები უნდა მოაგვაროს. მანამდე ადგილობრივმა პოლიციამ დვალიშვილი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში ტარებისთვის დააკავა, ხოლო
სანამ ჩვენებური პოლონეთში იმყოფება, მისი ადვოკატები ისრაელის სატრანსპორტო სასამართლოსგან კომპრომისული ვერდიქტის მიღებას ეშურებიან.

ქართველი ფეხბურთელის ადვოკატები სასამართლოს შემდეგ ვარიანტს სთავაზობენ: დვალიშვილი დანაშაულს აღიარებს, მნიშვნელოვან ჯარიმას გადაიხდის და ასევე დათანხმდება მართვის მოწმობის დიდი ხნით ჩამორთმევას. სამაგიეროდ ფეხბურთელს უფლება ექნება, ისრაელის საზღვრები თავისუფლად გადაკვეთოს.

მომზადებულია isra.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული