გორის "დილამ" საქართველოს თასის ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა

AutoSharing Option
10 აპრილს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე რუსთავის "მეტალურგი" მიიღო და საბოლოოდ ფრეს (1:1) დასჯერდა.

ანგარიში მატჩის 36-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა. მასპინძლებმა კი გათანაბრება პირველსავე ტაიმში შეძლეს - გოლი 41-ე წუთზე ჯაბა დვალმა გაიტანა.

მეორე ნახევარფინალური წყვილის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს საქართველოს თასის ამჟამინდელი მფლობელი "გაგრა" და გორის "დილა" დაუპირისპირდნენ, გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

"მიხეილ მესხის" სტადიონზე მასპინძლის რანგში მოთამაშე გაგრელებმა გოლი პირველებმა კი გაიტანეს და პირველი
ტაიმიც თავიანთ სასარგებლოდ ჩაამთავრეს, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში "დილამ" იძალა და ორჯერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა.

საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩები 18 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული