საქართველოს თასზე მერვედფინალისტები დაწყვილდებიან

AutoSharing Option
26 დეკემბერს საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

შეგახსენებთ, წლეულს მხოლოდ მეთექვსმეტედფინალური მატჩები გაიმართება, სათასო ტურნირის უმთავრესი სანახაობა კი სეზონის მეორე ნახევარში გველის.

ევროთასების მონაწილენი - "ზესტაფონი", "დილა" "მეტალურგი" და "ტორპედო" ტურნირში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთვებიან, დანარჩენმა მერვედფინალისტებმა კი ერთი ეტაპი უკვე გადალახეს.

დებულების მიხედვით, მერვედფინალის წილისყრის წინ გუნდები ორ კალათად დაჰყვეს - ზედა კალათაში ჩემპიონატში საუკეთესო რვა შედეგის მქონეები მოხვდნენ, დანარჩენები კი მეორე კალათაში განითესნენ.

პირველი კალათა:
დინამო (თბილისი)
დილა (გორი)
ტორპედო (ქუთაისი)
ჩიხურა (საჩხერე)
ზესტაფონი (ზესტაფონი)
ზუგდიდი (ზუგდიდი)
მეტალურგი
(რუსთავი)
ვიტ ჯორჯია (თბილისი)

მეორე კალათა
სიონი (ბოლნისი)
დინამო (ბათუმი)
კოლხეთი (ფოთი)
სპარტაკი (ცხინვალი)
გურია (ლანჩხუთი)
გაგრა (გაგრა)
სამტრედია (სამტრედია)
შუქურა (ქობულეთი)

ერთადერთი უმაღლესლიგელი, რომელმაც თასის მერვედფინალს ვერ უწია, მარტვილის "მერანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული