- მე არ ვარ ფიფას პრეზიდენტი და არ ვიცი, გავხდები თუ არა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოდესმე, თუმცა, ვფიქრობ, რომ ფიფა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ისტორიულ შეცდომას უშვებენ, როცა ტესტებს უტარებენ ტექნოლოგიებს იმის დასადგენად, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი.
ვიმეორებ, ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით, ახალი ტექნოლოგიები პრობლემა იქნება.
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგის მატჩებში ჩვენს არბიტრებს
არადა, 12 ასეთი სადავო შემთხვევა იყო. მსაჯებმა ყველა შემთხვევაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
ევროპის ჩემპიონატზე ბევრი პენალტი და ჯარიმა, თუ უკრაინელთა "გოლს" არ ჩავთვლით, არბიტრებმა დაინახეს.
სწორედ იმიტომ ვარ ვიდეოგამეორებების მოწინააღმდეგე, რომ უკრაინელთა შეტევა, რომელსაც არჩათვლილი ბურთი მოჰყვა, თამაშგარედან დაიწყო.
თქვენ გოლის დასაფიქსირებლად ტექნოლოგიის დანერგვა გინდათ. კი, მაგრამ რას გადაწყვეტთ, თუკი გოლამდე თამაშის წესის დარღვევა იყო?
ეს ნიშნავს, რომ ეპიზოდი ცოტა უფრო ადრე უნდა შეჩერებულიყო. ამიტომაც არ ვეთანხმები ამ იდეას. მოდი, ისევ ხალხს მივენდოთ. ამ შემთხვევაში პოზიციის შეცვლას არ ვაპირებ, რადგან ლაპარაკია არა ერთი კონკრეტული ტექნიკური საკითხის გადაჭრაზე, არამედ ზოგადად, ფეხბურთში ტექნოლოგიების დანერგვაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"