50 მილიონი ევრო მესის ერთგულებისთვის - ბონუსიც ასეთი უნდა!

AutoSharing Option
"სპორტი" წერს, რომ ლიონელ მესი ერთგულებისთვის და კონტრაქტის განახლებისთვის კლუბისგან 50 მილიონი ევროთი დაჯილდოვდება.

ამ ბონუსს არგენტინელი მაშინვე მიიღებს, როგორც კი ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი შეთანხმებულია - მესი 4+1-წლიან კონტრაქტს აფორმებს და მისი გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო იქნება. ახლა მხოლოდ მესის თაფლობის თვიდან დაბრუნებას ელიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ