ივან რაკიტიჩი და 65 მილიონი მარკო ვერატის სანაცვლოდ

AutoSharing Option
ფრანგული და ესპანური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, "ბარსელონას" იმდენად უნდა "სენ-ჟერმენიდან" მარკო ვერატის გადაბირება, რომ მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ "პარი სენ-ჟერმენს" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი და 65 მილიონი ევრო შესთავაზოს. ახსენეს ასევე პორტუგალიელი ანდრე გომეში, ვინც ვერაფრით გაამართლა კატალონიელთა მოლოდინი.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სატრანსფერო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ არ ვჩქარობთ. წინ კიდევ ძალიან დიდი დრო გვაქვს. რაც შეეხებათ გომეშსა და რაკიტიჩს, ამ შესანიშნავ ფეხბურთელებს მოქმედი კონტრაქები აქვთ ჩვენს კლუბთან" - განაცხადა "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა.

- ესპანური პრესა: ნეიმარი "ბარსელონადან"
წასვლაზე ფიქრობს


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული