"ვალენსიამ" 4 მეკარე გაყიდა

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსია", ბოლო დღეებში, ერთბაშად ოთხმა მეკარემ დატოვა. "ღამურებმა" მათ სანაცვლოდ 9,2 მილიონი ევრო მიიღო.

იოელი "ეიბარში" წავიდა, დიეგო ალვეში სამშობლოში დაბრუნდა, მეტ რაიანი "ბრაიტონში" გაიყიდა, ხოლო ანტონიო სივერა - "ალავესში".

"ვალენსიას" ახალმა თავკაცმა ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ არც ალვეში და არც რაიანი მას არ აკმაყოფილებდა და კარში ახალ სახეს ითხოვდა. ასე მოხვდა "ღამურების" რიგებში ჯიჯი ბუფონის რეზერვისტი ნეტო, 28 წლის ბრაზილიელი მეკარე.

გუნდში რჩება 26 წლის ესპანელი ხაუმე დომენეკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული