20 ივლისს 26 წლის ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ვალენსიას ერთ-ერთ კლინიკაში. თანხა "რეალსა" და "ვალენსიას" შორის გაგოს ტრანსფერზე ესპანური მედიის შეფასებით სადღაც 3,5 მილიონი ევროა.
"მე აქ ტიტულების მოსაპოვებლად გადმოვედი, - განუცხადა "ვალენსიას" ოფიციალურ საიტს ახალწვეულმა. - ჩემი ჩამოსვლის მიზანი ნათელია - რაც შეიძლება მეტი ტიტული და გამარჯვება ვიზეიმო "ვალენსიასთან" ერთად.
შარშანდელი აღარ მინდა გამეორდეს, როცა
გადაწყვეტილება იოლად და მალე მივიღე - ქალაქი ფანტასტიკურია, ოჯახი კმაყოფილია, ხოლო სპორტული თვალსაზრისით "ვალენსია" კარიერის გაგრძელების შესანიშნავი არჩევანია. კლუბის პერსპექტივა მხიბლავს, რადგან აქ ბევრი კარგი ფეხბურთელია".
გაგო არგენტინაში ლეო მესის და სერხიო აგუეროსთან ერთად იზრდებოდა, მერე ამ ტრიომ ერთად მოიგო მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჰოლანდიაში (2005 წელს). 2006 წლის ნოემბერში "სამეფო კლუბმა" მისი შეძენის შესახებ გამოაცხადა, გაგო "რეალს" 20 მილიონი ევრო დაუჯდა.
ფერნანდომ შარშანდელი სეზონი იჯარით "რომაში" გაატარა.
ფერნანდო საკმაოდ განათლებული პიროვნებაა, უყვარს ლიტერატურა და ხელოვნება. მისი მეუღლე ცნობილი არგენტინელი ჩოგბურთელი ხისელა დულკოა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"