გაიცანით, მადრიდის "რეალის" 11 წლის ვუნდერკინდი [VIDEO]

AutoSharing Option
თქვენს წინაშეა ვიდეორგოლი, რომელიც მადრიდის "რეალის" აკადემიის 11 წლის ამერიკელი ტალანტის, ჯოშუა პინადატის საუკეთესო საფეხბურთო მომენტებს ასახავს.

ერთი რამის თქმა აქედანვე შეიძლება, ჯოშუას უდიდესი საფეხბურთო ნიჭი აქვს და შეიძლება, მისგან "რეალის" ვარსკვლავი დადგეს.

3 აგვისტოს ლოს ანჯელესელი ბიჭუნა "რეალის" აკადემიის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ის და მისი ოჯახი ესპანეთში გადადიან საცხოვრებლად.

პინადატის შესახებ ინფორმაცია "რეალის" ხელმძღვანელობას ადრევე ჰქონდა, ზაფხულის დასაწყისში მისი ოჯახი დათანხმდა "რეალის" წინადადებას, ხელშეკრულება კი ახლა გაფორმდა.

კრიშტიანო რონალდო ის ფეხბურთელია, რომელიც ჯოშუას შთაგონების მთავარი წყაროა, ამიტომაც ის პორტუგალიელის
რამდენიმე ფინტს ხშირად ასრულებს, თანაც უნაკლოდ.

სხვათა შორის, წლეულს მან 17 დღე გაატარა "ბარსელონას" აკადემია "ლა მასიაში", შემდეგ კი მიიღო "რეალის" წინადადება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვისაც ვაჟა არქანია ახსოვს დამეთანხმება ეს ბავშვი ვაჟასთან ახლოსაც ვერ მივა.
avaza
15:24 10-08-2013
0
ჩემს ბავშვობაში თბილისში ეზოებში ბევრი ბავშვი მასე და მაგაზე უკეთესად თამაშობდა.
ვაჰაჰა
01:02 06-08-2013
0

სიახლეები პოპულარული