დიეგო კოშტას მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნება სურს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ესპანელ ფორვარდს, დიეგო კოშტას მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნება სურს.

ფეხბურთელმა უკვე შეატყობინა მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობას დაბრუნების სურვილის შესახებ.

ლონდონელებს, თავის მხრივ, ესპანელის გაცვლა "ატლეტიკოს" ფრანგ ფეხბურთელ ანტუან გრიზმანში სურთ.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 10 ჩატარებულ შეხვედრაში დიეგო კოშტას ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული