ლიონელ მესის "რივერ პლეიტის" გულშემატკივრებმა შეაფურთხეს

AutoSharing Option
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ არგენტინული "რივერ პლეიტის" გულშემატკივრებმა ტოკიოს აეროპორტში კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

საპასპორტო კონტროლის გავლის დროს არგენტინული გუნდის გულშემატკივრებმა "ბარსელონას" არგენტინელ ფორვარდს, ლიონელ მესის შეაფურთხეს.

ინფორმაციას ამის შესახებ Marca ავრცელებს.

სიტუაცია კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და ხავიერ მასკერანომ განმუხტეს.