
აღნიშნულ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.
"ბარსელონას" ფეხბურთელის შეძენა იანვარში სურდა, მაგრამ მაშინ ნოლიტოს სანაცვლოდ შემოთავაზებული 18 მილიონი "სელტას" ეცოტავა. როგორც წყარო იტყობინება, "სელტა" საბოლოოდ დათანხმდა და ზაფხულში ნოლიტოს "ბარსელონაში" სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ გაუშვებს.
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს აზრით, 29 წლის ნოლიტო ფორვარდის ადგილზე საუკეთესო კანდიდატურაა. ამის გარდა, კატალონიელები მცველის შეძენასაც გეგმავენ.