ლა ლიგა. XXVII ტური: "ატლეტიკომ" "ბარსასთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ მარტს ესპანური ლა ლიგის 27-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" შინ "რეალ სოსიედადი" გაანადგურა - 3:0. სეზონში მე-14 გოლი გაიტანა ანტუან გრიზმანმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე შეხვედრაში "ხეტაფემ" ზედიზედ მეშვიდე მარცხი იწვნია, მადრიდული კლუბი ამჯერად, კანარის კუნძულებზე "ლას პალმასთან" 0:4 შერცხვა.

ლა ლიგა. XXVII ტური
1 მარტი
ატლეტიკო-სოსიედადი 3:0
გოლები: 1:0 დ. რეიესი (9 ს. კ.), 2:0 ს. ნიგესი (46), 3:0 გრიზმანი (61-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი (55. ლ. ერნანდესი), ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი
(76. ო. ტორესი), ა. ფერნანდესი, ს. ნიგესი - ვიეტო, გრიზმანი (62. ა. კორეა)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - ა. ალისტონდო, მ. გონსალესი, დე ლა ბელია, ექტორი (59. ველა) - გრანერო (59. პარდო), დ. რეიესი, ილიარამენდი - ბრუმა (82. ე. გონსალესი), ჟონათასი, ჩაბი პრიეტო
გაფრთხილება: ფერნანდესი - ჟონათასი, გრანერო
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-7 (5-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 35 621

ლას პალმასი-ხეტაფე 4:0
გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (7), 2:0 ვიერა (28-პენ), 3:0 ტანა (49), 4:0 ტანა (83)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - დ. გარსია, აიტამი, ბიგასი (81. ვალერონი), გარიდო - როკე - მომო, ტანა, ვიერა (68. მონტორო), ვაკასო (15. ელ ჟარი) - ვილიან ჟოზე
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ემი, ვერხინი, კალა, ა. პერეირა - მედრანი, ლასენი - იოდა, სარაბია (62. მ. გომესი), ვანდერსონი (56. ა. ვასკესი) - შჩეპოვიჩი (70. პედრო ლეონი)
გაფრთხილება: ბიგასი, აიტამი, როკე, ვილიან ჟოზე - ლასენი, პერეირა, ვასკესი
გაძევება: პერეირა (65)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-10 (5-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 15 819

2 მარტი
სევილია-ეიბარი 23:00
სელტა-ვილიარეალი 23:00
მალაგა-ვალენსია 23:00
ბილბაო-დეპორტივო 23:00
ლევანტე-რეალი 00:00

3 მარტი
გრანადა-სპორტინგი 23:00
ესპანიოლი-ბეტისი 23:30
ვალეკანო-ბარსელონა 00:00

ბომბარდირები: 25 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი), ლიონელ მესი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"