
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის "დინამოს" თავდამსხმელ კონსტანტინ ტიუკავინის სამსახურით "არსენალი" და "ატლეტიკო" არიან დაინტერესებული. ამ ამბავმა "მარკას" რედაქტორი ხუან კასტრო გააკვირვა და კომენტარი გააკეთა:
"ჩვენ აქ მსგავსი არაფერი არ გაგვიგია. ესპანეთში ასეთი ინფორმაცია არ გავრცელებულა".
21 წლის ტიუკავინმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, "დინამო" კი მას 20 მილიონ ევროდ აფასებს.