მადრიდის "რეალმა" ლუკა მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოილაპარაკა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად გამოაცხადა ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესახებ. ხორვატ ფეხბურთელთაან ხელშეკრულება კიდევ ორი სეზონით გახანგრძლივდება და ძალაში 2020 წლის ზაფხულამდე იქნება.

ამასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია 19 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

მოდრიჩი "რეალში" "ტოტენჰემ ჰოთსფურიდან", 2012 წელს, 30 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ლუკამ ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ამჟამად ფეხბურთელი ტრავმას იშუშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული