მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად უშანსოდ მოუგო "კიოლნს" 3:0 და "ლაიპციგთან" უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. გოლები ხავი მარტინესმა, ხუან ბერნატმა და ფრანკ რიბერიმ გაიტანეს.
"დორტმუნდმა" ტურის ცენტრალურ მატჩში 6:2 გაანადგურა "ლევერკუზენი". ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა.
ამ შეხვედრაში დაიმტვრა და "ბენფიკასთან" ლიგის საპასუხო მატჩს გამოტოვებს მარკო როისი.
7 გოლი გავიდა "ჰოფენჰაიმისა" და "ინგოლშტადტის" დაპირისპირებაში, ხოლო "გლადბახისა" და "შალკეს" ჯახში 6 გოლი ვიხილეთ.
შაბათი. 4 მარტი
დორტმუნდი-ლევერკუზენი 6:2
გოლები: 1:0
მაინცი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 0:1 მ. გომესი (20), 1:1 კორდობა (24)
კიოლნი-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 ხ. მარტინესი (25), 0:2 ბერნატი (48), 0:3 რიბერი (90)
ვერდერი-დარმშტადტი 2:0
გოლები: 1:0 კრუზე (75-პენ), 2:0 კრუზე (92)
ჰოფენჰაიმი-ინგოლშტადტი 5:2
გოლები: 1:0 რუდი (17), 1:1 კოენი (38), 1:2 ზულე (60 ს. კ.), 2:2 სალაი (62), 3:2 კრამარიჩი (77), 4:2 სალაი (79), 5:2 ჰუბნერი (88)
გლადბახი-შალკე 4:2
გოლები: 1:0 ჯონსონი (28), 1:1 ბენტალები (38-პენ), 2:1 ჯონსონი (64), 3:1 ვენდტი (67), 4:1 რაფაელი (76), 4:2 გორეცკა (82)
პარასკევი. 3 მარტი
აუგსბურგი-ლაიპციგი 2:2
კვირა. 5 მარტი
აინტრახტი-ფრაიბურგი 18:30
ჰამბურგი-ჰერტა 20:30
1. ბაიერნი - 56 ქულა; 2. ლაიპციგი - 49; 3. დორტმუნდი - 43; 4. ჰოფენჰაიმი - 41; 5. ჰერტა - 37.