"რა თქმა უნდა, ლამი დიდი ფეხბურთელია და ყველას დაგვწყდა გული, მან კარიერა რომ დაასრულა, მაგრამ მაინც გასაკვირია საუკეთესო ფეხბურთელად მისი დასახელება. საუკეთესოდ ის გერმანელი ფეხბურთელი უნდა დასახელებულიყო, ვინც ყველაზე უკეთ ჩაატარა გასული სეზონი. ასეთი კი ტონი კროოსი იყო," - თქვა აგენტმა.
კროოსმა, გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)