იუპ ჰაინკესი 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

AutoSharing Option
13 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა დასახელდა.

2013 წლის საუკეთესო მწვრთნელი მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავკაცი იუპ ჰაინკესია.

შარშან 68 წლის სპეციალისტის დამოძღვრილმა მიუნხენურმა კლუბმა მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა, გერმანიის თასი  და გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რომ ჰაინკესთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში პრეტენდენტები "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი და დორტმუნდის "ბორუსიას" დამრიგებელი იურგენ კლოპი იყვნენ.
ასევე დაგაინტერესებთ