"დარწმუნებული ვარ, 1-2 წელიწადში "ლივერპულში" დაბრუნდება - "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ კლოპზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, დუაიტ იორკმა, "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, "მერსისაიდელების" თავკაცი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

იორკის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ კლოპი ერთ-ორ წელიწადში "სქაუზერებში" დაბრუნდება.

"მინდა ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო. ვფიქრობ, ის "ლივერპულში" ერთ ან ორ წელიწადში დაბრუნდება.

ძალიან შორს არ წავალ, უბრალოდ ასეთი განცდა მაქვს. დღეს არც ისე ბევრი მაღალი დონის სპეციალისტია. არიან ახალგაზრდა, პერსპექტიული მწვრთნელები, თუმცა გამოცდილება აკლიათ და "ლივერპულის" დონის გუნდში მუშაობა გაუჭირდებათ", - განაცხადა იორკმა Bein Sports
-თან ინტერვიუში.

altკლოპი ნაკრებით დაგვიბრუნდება? - ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის მერე გაირკვევა

altთუ ალონსო არ გამოვა - "ლივერპულს" კლოპის შემცვლელად სამი სხვა კანდიდატიც ჰყავს

altკარაგერმა "ლივერპულს" კლოპის შემცვლელი ურჩია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული