შაბათის შეხვედრებში გადარჩენისთვის მებრძოლ კლუბებს რთული მისიები ელით: "ჰამბურგი" ახალი მწვრთნელის, მირკო სლომკას სადებიუტო შეხვედრაში "დორტმუნდს" მიიღებს, "შტუტგარტი" კი - ლევან კობიაშვილის "ჰერტას". პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა მთავარი თემა "ნიურნბერგისა" და "ბრაუნშვაიგის" შეხვედრაშიც. შაბათის საღამოს მატჩი კი "ვოლფსბურგისა" და "ლევერკუზენის" უაღრესად საინტერესო დაპირისპირებაა. "ბაიერნი" კვირას, ჰანოვერში ითამაშებს.
"გლადბახის" პირველი მოგება 2014-ში?
მეორე წრე ძალიან ცუდად დაიწყო მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" - ლუსიენ ფავრის შეგირდებს მეორე წრეში ერთი
ფავრი ტრავმირებულ ვენდტს, სავარაუდოდ, დემსით შეცვლის, რომელიც გამოჯანმრთელდა და კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა. აქვე ვთქვათ, რომ 20 თებერვალს "გლადბახთან" ახალი კონტრაქტი დაცვაში მისმა კოლეგამ, იანჩკემაც გააგრძელა.
"ჰოფენჰაიმი" ბოლო დროს ცუდად არ გამოიყურება - "სოფლელებმა" სარელეგაციო მე-16 ადგილთან უპირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდეს.
"შტუტგარტი" გასაჭირში
ბოლო დროს ხშირად ვწერდით "ჰამბურგის" კრიზისზე, სადაც მწვრთნელი უკვე შეიცვალა. ახლა ჩვენი გერმანელი კოლეგები სამწვრთნელო გადაადგილებას უკვე "შტუტგარტში" ელოდებიან, რადგან მეორე ბუნდესლიგისკენ ეს გუნდიც ელვის სისწრაფით მიექანება.
შვაბენლანდური კლუბის ხელმძღვანელები მწვრთნელ თომას შნაიდერს ჯერჯერობით ენდობიან, მაგრამ თუ "შტუტგარტმა" ქულების დაგროვება არ განაახლა, მოთმინების ფიალა მალე აევსებათ.
შვაბთა მეტოქე ამჯერად "ჰერტაა", რომელმაც პირველი წრე კარგად ჩაატარა, სეზონის მეორე ნახევარში კი ჯერ მხოლოდ სამი ქულა აქვს აღებული, რაც ევროპალიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდისთვის ძალიან ცოტაა.
სლომკას მისია "დორტმუნდით" იწყება
ნული ქულა და ბურთების შეფარდება 5:20 - აი, ასეთია "ჰამბურგის" ბალანსი ბოლო შვიდ ტურში. ბოლო კოლაფსის შემდეგ ჩრდილოგერმანული კლუბის ხელმძღვანელებმა ბოლოს და ბოლოს გადადგეს ლოგიკური ნაბიჯი და ბერტ ვან მარვეიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი მთავარ მწვრთნელად მირკო სლომკა დაინიშნა.
ამრიგად, 46 წლის სპეციალისტს ურთულესი მისია დაეკისრა და თანაც, სადებიუტო ბრძოლა, არც მეტი, არც ნაკლები, დორტმუნდის "ბორუსიასთან" ელის.
"ჰამბურგს" კაპიტანი და ლიდერი რაფაელ ვან დერ ვაარტი აკლია.
"ლევერკუზენს" კრიზისი ეწყება?
ერთი წაფორხილებაც და "ლევერკუზენი" მეორე ადგილს დაემშვიდობება, რაც, შესაძლოა, ამ ტურში მოხდეს, რადგან "ფარმაცევტები" ვოლფსბურგში ჩადიან.
"მგლები" კარგ ხასიათზე არიან, რადგან წინა ტურში ბერლინიდან სამი ქულა წაიღეს; ლევერკუზენელები კი - პირიქით, რადგან გერმანიის თასიდან "კაიზერსლაუტერნთან" გავარდნენ, მერე ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე "შალკესთან" დამარცხდნენ, სამშაბათს კი, ჩემპიონთა ლიგაში, პსჟ-სთან 0:4 განადგურდნენ...
"ბაიერნი" ისევ მოწოდების სიმაღლეზე?
ყველაზე საინტერესო კი ტურის უკანასკნელი მატჩია, რომელშიც "ბაიერნი" "ჰანოვერს" ესტუმრება. რეკორდმაისტერზე სალაპარაკო ბევრი არაფერია, ხოლო რაც შეეხება "ჰანოვერს": "წითლებმა" ახალი მწვრთნელით (ტაიფუნი) მეორე წრე ორი მოგებით დაიწყეს, მაგრამ მერე ორ შეხვედრაში დამარცხდნენ.
"მნიშვნელობა არა აქვს, ვის ვეთამაშებით - თუ მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიქნებით, წარმატების მიღწევა ნებისმიერ მეტოქესთან შესაძლებელია", - აცხადებს ტაიფუნი. 13 ტურია, "ბაიერნს" ბუნდესლიგაში ერთი ქულაც კი არ დაუკარგავს...
გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური
21 თებერვალი
შალკე-მაინცი 0:0
22 თებერვალი
გლადბახი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: პოლანსკი (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: ვენდტი - ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +2=3-6, (13:17)
შტუტგარტი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: ლაიტნერი, იბიშევიჩი (ორივე შტუტგარტი)
ტრავმა: დიდავი, გენტნერი, როხასი - ბაუმიოჰანი, ლუსტენბერგერი
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 57 თამაში: +21=15-21, (76:66)
ნიურნბერგი-ბრაუნშვაიგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბელარაბი (ბრაუნშვაიგი)
ტრავმა: ჩენდლერი, მარკოს ანტონიო, ჰასებე, გინჩეკი - დავარი, ერვიგ-დრიუპელი, კორტე, იორლი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +8=4-9, (30:34)
ფრაიბურგი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰედენსტადი, ფრაისი, ტერაცინო - ჰიტცი, ჰოლცჰოიზერი, ექინი, მიოლდერსი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=2-1, (7:5)
ჰამბურგი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადელი, დემირბაი, ვან დერ ვაარტი, ბაისტერი - სუბოტიჩი, ბლაშჩიკოვსკი, გიუნდოგანი
ბოლო 6 მატჩი
+0=0-6 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 თამაში: +33=27-33, (170:167)
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 21:30
დისკვალიფიკაცია: ჩანი (ლევერკუზენი)
ტრავმა: ვიეირინია - პალოპი, კრუსი, დერდიოკი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +11=5-17, (46:64)
23 თებერვალი
აინტრახტი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდერსონი, ჩელოცი, კიტელი, შტენდერა - ჰანტი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +31=18-38, (126:140)
ჰანოვერი-ბაიერნი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჩერუნდოლო, ფელიპე, პანდერი, ია კონანი - ბადშტუბერი, რიბერი, შაჩირი
სავარაუდო შემადგენლობა
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - რაიტორალი, მარსელო, ჰოფმანი, კ. შულცი - შმიდებახი, შტინდლი - ჰუსტი, ბიტენკური - რუდნევსი, მ. დიუფი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი, ტიაგო ალკანტარა - რობენი, ტ. კროოსი, გიოტცე - მანჯუკიჩი.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +9=8-32, (51:133)
ბომბარდირები:
14 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), ადრიან რამოსი (ჰერტა); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 11 - იოზიპ დრმიჩი (ნიურნბერგი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"