იურგენ კლოპი: მეორე წრეში გაბრაზებული მონადირესავით ვიქნებით

AutoSharing Option
"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არ აპირებს პირველ წრეში განცდილი კრახის შემდეგ ხელების ჩამოშვებას. "ბორუსიას" დამრიგებელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ აზრი ერთი წამითაც არ გაუვლია გონებაში.

"არავითარ შემთხვევაში არ ავყვები გრძნობებს. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ვუსვამდი შეკითხვას გაწეული სამუშაოს შესახებ. ბევრი შეცდომა მომივიდა.

მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მზადება წინასასეზონო პერიოდში ძალიან წარუმატებელი იყო, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატმა ყველაფერი გააფუჭა. ამას დაემატა ტრავმირებული მოთამაშეების ფაქტორი.

ისეთი ფეხბურთელებისგან, როგორებიც არიან როისი, შაჰინი და გიუნდოგანი, არ ელოდები შესაფერის თამაშს მძიმე ტრავმების
შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მეორე წრეში ჩვენი დამარცხება ძალიან რთული იქნება.

"ბორუსია" გაბრაზებული მონადირესავით იქნება", - ამბობს კლოპი Fokus-Online-თან კომენტარში.

"დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ცალსახად მიანიშნა ყველას, რომ კლუბის ხელმძღვანელობა არ აპირებს იურგენ კლოპთან გამოთხოვებას:

"გუშინ მე, იურგენ კლოპსა და ჰანს-იოახიმ ვატცკეს შეხვედრა გვქონდა. ვცადეთ შექმნილი სიტუაციის ანალიზი. დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლას".

"დორტმუნდის" კრიზისს გამოეხმაურა "ბაიერნის" ყოფილი დამრიგებელი იუპ ჰაინკესი. მას მიაჩნია, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად "ბორუსიას" ახალი ფეხბურთელების შეძენა სჭირდება. კერძოდ, ჰაინკესმა დაასახელა "ლაციოს" ფორვარდი მიროსლავ კლოზე.

"ჩემი აზრით, ყველა დიად მწვრთნელს აქვს აღმასვლისა და დაცემის პერიოდები. გასულ წლებში "ბორუსია" ყოველთვის ტოვებდა შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას.

იურგენ კლოპმა უნდა აუხსნას თავის მოთამაშეებს, რომ ცხოვრებაში გაცილებით რთული სიტუაციები გვხვდება, ვიდრე ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი ბრძოლაა.

კლოზე - ძალიან ძლიერი მოთამაშეა და შესანიშნავი ადამიანი. ძველებურად ვეღარ თამაშობს, მაგრამ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს "ბორუსიას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დორტმუნდი მეორე წრეში არავის დაინდობს და მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც ივენტუსს დაიხევს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული