* ჟერომ ბოატენგის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია - მიუნხენელთა დაცვის ბურჯი ფეხბურთს მინიმუმ სამი თვე ვეღარ ითამაშებს.
* მარკო როისს "დორტმუნდის" მაისურით ბუნდესლიგის 96 შეხვედრაში 47 გოლი აქვს გატანილი.
მიუნხენის "ბაიერნმა" მეორე წრე დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ რეკორდმაისტერს ჩემპიონურად არ უთამაშია. "ჰამბურგთან" 2:1-ზე მოგებულმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ ერთადერთი ბავარიელი, ვინც მეორე წრეს მართლაც კარგ ფორმაში, შეხვდა, რობერტ ლევანდოვსკია.
რომ
"ბაიერნმა" სამი ქულა მოიპოვა და ბოატენგი დაკარგა
თავად განსაჯეთ: "ბაიერნს" ნახევარი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ "ჰამბურგის" კართან პირველი საგოლე მომენტი შეექმნა, თუმცა მიუნხენელთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ის პირველივე მომენტი გოლით დასრულდა: რენე ადლერმა მასთან პირისპირ გასული თომას მიულერი წააქცია და დანიშნული პენალტი სწორედ ლევანდოვსკიმ გაიტანა. აქვე არასასიამოვნო ფაქტიც: პოლონელი თერთმეტმეტრიანს რომ ურტყამდა, "ჰამბურგის" ფანებმა სანთებელა ესროლეს, თუმცა ლევანდოვსკის არ მოხვედრია - სადღაც პენალტის ნიშნულსა და მეკარის საჯარიმოს შორის დაეცა.
ჰამბურგელებმა ანგარიშის გათანაბრება ერთობ უცნაური გოლით მოახერხეს: აარონ ჰანტმა ჯარიმა შეასრულა, საჯარიმოში ჩააწოდა და, მოულოდნელად, ბურთი მანუელ ნოიერის კარში აღმოჩნდა. ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ გერმანიის საფეხბურთო ლიგამ ეს გოლი სხვადასხვა დროს, სამ სხვადასხვა ფეხბურთელს ჩაუთვალა - საბოლოოდ და ოფიციალურად კი, გოლის ავტორი თავად ჰანტია. არადა, გოლი თავიდან ლასოგამ იზეიმა და ოფიციალურ ვებგვერდებზეც მისი გვარი ეწერა; მერე გოლის ავტორი გადააკეთეს და ჩაბი ალონსოს ავტოგოლი დაუწერეს, საბოლოოდ კი მაინც ჰანტი. გამეორებაზე ჩანს, რომ ლასოგა და ალონსო ბურთს მართლაც არ შეხებიან.
"ბაიერნი" სრულყოფილ ფეხბურთს ვერ თამაშობდა, მაგრამ რეკორდმაისტერმა თავისი მაინც გაიტანა, რაც აბსოლუტურად ლევანდოვსკის დამსახურებაა. მატჩის შემდეგ ჰამბურგელთა თავკაცი ბრუნო ლაბადია ცოფებს ყრიდა, "ბაიერნი" ისედაც უძლიერესია და დღეს ფორტუნა მიუნხენელებისკენ იყოო.
თუმცა მოგება მოგებაა და მიუნხენელები მაინც გახარებულები იყვნენ, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ჟერომ ბოატენგის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია - მიუნხენელთა დაცვის ბურჯი ფეხბურთს მინიმუმ სამი თვე ვეღარ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ეს სეზონი მისთვის უკვე დამთავრდა.
"დორტმუნდი" ფორმაშია!
მოიგო "ბაიერნის" მთავარმა მდევარმაც, თუმცა დორტმუნდელებს გაცილებით რთული მატჩი ჰქონდათ - სტუმრად, მიონხენლადბახის "ბორუსიასთან". თომას ტუხელის შეგირდებმა "ბორუსია პარკზე" შესანიშნავად ითამაშეს. განსაკუთრებით კარგ ფორმაში ჩანს მარკო როისი, რომელმაც ყოფილ კლუბს გოლიც გაუტანა. ზოგადად, როისს "დორტმუნდის" მაისურით ბუნდესლიგის 96 შეხვედრაში უკვე 47 გოლი აქვს გატანილი, რაც შემტევი ნახევარმცველისთვის ბრწყინვალე შედეგია. შედარებისთვის, თავის დროზე "გლადბახში" მან 94 მატჩში 36 გოლი გაიტანა.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ოფიციალურ მატჩებში როისს ძალიან ხშირად პირველი გოლი გააქვს, რაც ამ ფეხბურთელის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. აი, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი პიერ-ემერიკ ობამეიანგი კი მიონხენგლადბახში უგოლოდ დარჩა.
შააფის კოშმარული სტარტი
"ჰანოვერის" ხელმძღვანელებმა 54 წლის თომას შააფი გუნდის მთავარ მწვრთნელად იმ იმედით დანიშნეს, რომ ეს უკანასკნელი "წითლებს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან იხსნის და ამიტომაც იყო თომასის სადებიუტო შეხვედრაში "ჰანოვერი" მთელი საფეხბურთო გერმანიის ყურადღების ცენტრში. თანაც, შააფის გუნდი "დარმშტადტს" ხვდებოდა. მაგრამ თომასს საშინელი დებიუტი გამოუვიდა - 1:2 საკუთარ მოედანზე გუნდთან, რომელიც თავადაც გადარჩენისთვის იბრძვის და, რაც შააფისთვის ყველაზე ცუდია, "ჰანოვერი" ბოლო ადგილზეა!აღსანიშნავია, რომ ჰანოვერელები ახალწვეულ უგო ალმეიდას გოლით იგებდნენ - ეს ის კაცია, ვინც შააფს "ვერდერშიც" ჰყავდა, ახლა "ჰანოვერშიც" ჩაიყვანა. მაგრამ "დარმშტადტმა" თამაშის სათავისოდ შეტრიალება მოახერხა და საინტერესოა, რომ ორივე გოლი იმ სანდრო ვაგნერის ანგარიშზეა, რომელიც თომასს 2010-დან 2012 წლამდე "ვერდერში" ჰყავდა.
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ "ჰანოვერს" ყველაზე მეტად დაცვაში უჭირს - "დარმშტადტს" კიდევ ჰქონდა საგოლე მომენტები. მომდევნო ტურში "ჰანოვერი" "ლევერკუზენს" სტუმრობს და თომასს იმ შეხვედრაში უფრო გაუჭირდება წარმატების მიღწევა. თანაც, სანე და შულცი დისკვალიფიცირებულები ეყოლება - ამ ფეხბურთელებმა შაბათს მეხუთე გაფრთხილებები მიიღეს.
"ჰერტამ" ვეღარ გაგვაოცა, "შტუტგარტი" გამოცოცხლდა
ბერლინის "ჰერტამ" პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარა, სეზონის მეორე ნახევარი კი დედაქალაქელებმა წარუმატებლად დაიწყეს - მესამე ადგილზე მყოფ კლუბს საკუთარ მოედანზე "აუგსბურგთან" ფრე (0:0) სწორედ წარუმატებლობად უნდა ჩავუთვალოთ. სამაგიეროდ, მეორე წრის დასაწყისში გამოცოცხლებული ჩანს "შტუტგარტი" - შვაბებმა კიოლნიდან სამი ქულა წაიღეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.XVIII ტური
22 იანვარი
ჰამბურგი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (37-პენ), 1:1 ჰანტი (53), 1:2 ლევანდოვსკი (61)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, ჯურუ, კლებერი, ოსტჟოლეკი - კაჩარი (81. იუნგი), ჰოლტბი - ნ. მიულერი, ჰანტი, ილიჩევიჩი (69. გრეგორიჩი) - ლასოგა (77. რუდნევსი).
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი (56. ხავი მარტინესი), ბადშტუბერი, ალაბა - ჩაბი ალონსო - დუგლას კოშტა (81. რობენი), თ. მიულერი (69. ვიდალი), ტიაგო ალკანტარა, კომანი - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ოსტჟოლეკი, კაჩარი, ადლერი, ნ. მიულერი - ლამი, ჩაბი ალონსო
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 7(1)-20(5); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 57 000
23 იანვარი
კიოლნი-შტუტგარტი 1:3
გოლები: 1:0 მოდესტე (19-პენ), 1:1 დიდავი (36), 1:2 ვერნერი (51), 1:3 გენტნერი (83)
კიოლნი (4-2-2-2): ჰორნი - ოლკოვსკი (52. ცოლერი), მარო, ჰაინტცი, ჰექტორი - მ. ლემანი, ფოგტი (71. იოიჩი) - რისსე, ბიტენკური (66. მლადენოვიჩი) - ოსაკო, მოდესტე.
შტუტგარტი (4-1-4-1): ტიტონი - გროსკროიტცი, შვააბი, ნიდერმაიერი, ინსუა - სერეი დიე - რუპი (87. კლაინი), გენტნერი, დიდავი, კოსტიჩი (92. ბაუმგარტლი) - ვერნერი (77. კრავეტსი).
გაფრთხილება: ნიდერმაიერი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15(4)-16(8); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 50 000
ჰანოვერი-დარმშტადტი 1:2
გოლები: 1:0 უგო ალმეიდა (10), 1:1 ვაგნერი (31), 1:2 ვაგნერი (47)
ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი (90. ა. ზობიეხი), ზორგი - ჰოფმანი - სანე, პრიბი - შმიდებახი (72. სენ-მაქსიმი) - უგო ალმეიდა, სალაი.
დარმშტადტი (4-2-3-1): მათენია - გარიჩი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა - ნიმაიერი, გონდორფი - ჰელერი, როზენტალი (92. ჟუნიორ დიასი), რაუში (76. კემპე) - ვაგნერი (88. შტრო-ენგელი).
გაფრთხილება: სანე, კ. შულცი - ნიმაიერი, ვაგნერი, გონდორფი, რაუში, გარიჩი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13(5)-13(5); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 35 600
ჰერტა-აუგსბურგი 0:0
ჰერტა (4-3-2-1): იარშტაინი - ვაიზერი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, დარიდა (89. შტარკი), ლუსტენბერგერი (68. ბაუმიოჰანი) - ჰარაგუჩი, კალუ - იბიშევიჩი.
აუგსბურგი (4-2-2-1-1): ჰიტცი - ვერჰეგი, ჰონგი, კლავანი, მაქსი - ბაიერი, კორი - ესვაინი (90. ფოილნერი), კაიუბი - ჟი (72. მორავეკი) - ბობადილია (91. მატავჟი).
გაფრთხილება: იბიშევიჩი, ბრუკსი - მაქსი, კაიუბი, ვერჰეგი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12(2)-11(5); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 35 196
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 1:1
გოლები: 1:0 ჰამადი (40), 1:1 თოფრაქი (75)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): ბაუმანი - კადერაბეკი, შერი, ზიულე, კიმი - რუდი, შტრობლი - ფოლანდი (76. უთი), ჰამადი (79. ამირი), შმიდი - ვარგასი (83. კრამარიჩი).
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - იედვაი (68. დონატი), თაა, თოფრაქი (86. რამალიო), ვენდელი - კრამერი, კამპლი - ბელარაბი (67. ბრანდტი), ჩალჰანოღლუ - ჩიჩარიტო, კისლინგი.
გაფრთხილება: კიმი, ჰამადი - იედვაი, დონატი
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 5(3)-17(8); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 24 140
ინგოლშტადტი-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 ჰარტმანი (41-პენ)
ინგოლშტადტი (4-1-2-3): იოზჩანი - და კოშტა, მატიპი, ჰიუბნერი, ბაუერი - როჯერი - პ. გროსი, მორალესი (68. კრისტიანსენი) - ჰარტმანი (92. ბრეგერიე), კაჩუნგა (63. ლეშანო), ლეკიე.
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა - კლემენსი (80. ს. სერდარი), მალი (85. დე ბლასისი), ჟაირო (71. მუტო) - კორდობა.
გაფრთხილება: გროსი, მორალესი - ლატცა, კორდობა
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 9(4)-7(4); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 13 500
გლადბახი-დორტმუნდი 1:3
გოლები: 0:1 როისი (41), 0:2 მხითარიანი (51), 1:2 რაფაელი (58), 1:3 გიუნდოგანი (75)
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - კორბი (92. დრმიჩი), კრისტენსენი, ელვედი (80. ჰინტერეგერი), ვენდტი - ნორდტვეიტი, დაჰუდი (80. ჰოფმანი) - ტრაორე, ფ. ჯონსონი - შტინდლი, რაფაელი.
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, პარკი - ვაიგლი - როისი (70. დურმი), გიუნდოგანი, კასტრო (70. გინტერი), მხითარიანი - ობამეიანგი (76. რამოსი).
გაფრთხილება: ელვედი - ვაიგლი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10(3)-12(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 54 010
24 იანვარი
აინტრახტი-ვოლფსბურგი 3:2
გოლები: 0:1 დანტე (25), 1:2 მაიერი (66), 2:1 მაიერი (73), 2:2 შიურლე (79), 3:2 მაიერი (93)
აინტრახტი (4-2-2-2): ჰრადეჩკი - ჰასებე, სამბრანო, აბრაამი, ოჩიპკა - რუსი, შტენდერა - აიგნერი (92. იგნიოვსკი), ჰუსტი - მაიერი, სეფეროვიჩი (46. ფაბიანი).
ვოლფსბურგი (4-2-2-1-1): ბენალიო - ვიეირინია, ნალდო, დანტე, როდრიგესი - ტრეში, გილავოგი - დ. კალიჯური (62. იუნგი), დრაქსლერი (86. შეფერი) - კრუზე (78. ბენდტნერი) - შიურლე.
გაფრთხილება: ჰუსტი, ჰასებე
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12(6)-18(11); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 35 000
შალკე-ვერდერი 1:3
გოლები: 1:0 მატიპი (4), 1:1 ფრიტცი (43), 1:2 პისარო (53), 1:3 უჯა (89)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჟუნიორ კაისარა, მატიპი, ნოიშტედტერი, კოლაშინაცი - გაისი (76. დი სანტო), გორეტცკა - ლ. სანე, მ. მაიერი (60. ბელჰანდა), ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი.
ვერდერი (4-2-2-2): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია - ფრიტცი, ბარგფრედე (40. იუნუზოვიჩი) - იოზთუნალი (92. ბარტელსი), გრილიჩი - პისარო (84. ფრიოდე), უჯა.
გაფრთხილება: კოლაშინაცი - გრილიჩი, იუნუზოვიჩი, პისარო
კუთხური: 13-1; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 20(4)-17(6); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 62 271
ბომბარდირები: 18 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 17 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - თომას მიულერი (ბაიერნი); 11 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 10 - ალექს მაიერი (აინტრახტი).
მომდევნო ტური
29 იანვარი:
მაინცი-გლადბახი
30 იანვარი:
დორტმუნდი-ინგოლშტადტი, ლევერკუზენი-ჰანოვერი, აუგსბურგი-აინტრახტი, ვერდერი-ჰერტა, დარმშტადტი-შალკე, შტუტგარტი-ჰამბურგი
31 იანვარი:
ვოლფსბურგი-კიოლნი, ბაიერნი-ჰოფენჰაიმი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"