ბუნდესლიგა. VI ტური: "ბაიერნი" უდანაკარგო აღარ არის [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

ევროპის ტოპ-5 ლიგებში მხოლოდ "მანჩესტერ სიტი" რჩება უდანაკარგო გუნდად, რადგან კარლო ანჩელოტიმ პირველად ვერ მოიგო ბუნდესლიგაში "ბაიერნთან" ერთად, მიუნხენელები შინ "კიოლნს" დაუზავდნენ - ჯოშუა კიმიხის გოლს პირველ ტაიმში, მეორეში ანტონი მოდესტემ უპასუხა - 1:1.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "პირველ ტაიმში თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, გავიტანეთ კიდეც. მეორეში "კიოლნი" უკეთესი იყო. ჩვენ მაინც შეგვეძლო მოგება, თუმცა შანსი კიდევ გატანის "კიოლნსაც" ჰქონდა. იმედგაცრუებული ვარ შედეგით, მაგრამ საშიში არაფერია. ბოლო ორი მატჩი კარგად ვერ
ვითამაშეთ, მაგრამ ბიჭებს საკუთარი ძალების მტკიცედ სწამთ".

"ლევერკუზენმა" 2:0 დაამარცხა "დორტმუნდი". ანგარიში ადმირ მეჰმედიმ გახსნა, შემდეგ კი თავისი მორიგი გოლი ჩიჩარიტომ გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თომას ტუხელი (დორტმუნდი): "მეტოქე უხეშობდა, წესი 21-ჯერ დაარღვია, ტრავმების გამო შეცვლებიც გავაკეთეთ, კასტრო და როდე დაგვიმტვრიეს. როგორც წესი, ასეთი უხეში გუნდი 11 კაცით არ ამთავრებს ხოლმე თამაშს, მაგრამ ახლა ასე არ მოხდა".

შაბათი. 1 ოქტომბერი
ბაიერნი-კიოლნი 1:1
გოლები: 1:0 კიმიხი (40), 1:1 მოდესტე (63)

ჰერტა-ჰამბურგი 2:0
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (29), 2:0 იბიშევიჩი (70-პენ)

ინგოლშტადტი-ჰოფენჰაიმი 1:2
გოლები: 0:1 ვაგნერი (11), 0:2 დემირბაი (35), 1:2 ჰინტერზეერი (90-პენ)

დარმშტადტი-ვერდერი 2:2
გოლები: 1:0 ჩოლაკი (19-პენ), 1:1 სანე (51), 1:2 გნაბრი (67), 2:2 ჩოლაკი (73)

ფრაიბურგი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 გრიფო (4)

ლევერკუზენი-დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 მეჰმედი (10), 2:0 ხ. ერნანდესი (79)

პარასკევი. 30 სექტემბერი
ლაიპციგი-აუგსბურგი 2:1

კვირა. 2 ოქტომბერი
ვოლფსბურგი-მაინცი 17:30
შალკე-გლადბახი 19:30

1. ბაიერნი - 16 ქულა; 2. ჰერტა - 13; 3. დორტმუნდი - 12; 4. კიოლნი - 12; 5. ლაიპციგი - 12.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული