ბუნდესლიგა. XIII ტური: ეს გუნდი კარგად თამაშობს! [VIDEO]

AutoSharing Option
* "ლაიპციგი" ერთადერთი გუნდია ბუნდესლიგაში, რომელმაც ყველა ტურში შეძლო გატანა.
* "ლაიპციგი"-"შალკეს" მატჩის არბიტრმა ბასტიან დანკერტმა ბოდიში მოიხადა "შალკეს" კარში არასწორად დანიშნული პენალტისთვის.
* თომას მიულერს ბუნდესლიგის ამ სეზონში ჯერ გოლი არ გაუტანია, მაშინ, როცა გასულ სეზონში 20 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგაში მან ბოლოს 30 აპრილს შეაგდო.

პარასკევს "ბაიერნმა" მაინცში მოიგო, პირველ ადგილზე გადავიდა და "ლაიპციგი" საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშ მოაქცია, მაგრამ საქსონიელმა "ხარებმა" ამ ზეწოლასაც გაუძლეს - შაბათს "შალკე" 2:1 დაამარცხეს და ლიდერობა დაიბრუნეს.

თამამად უნდა ითქვას, რომ "ლაიპციგზე" ხუმრობა
აღარ შეიძლება, რადგან ეს გუნდი მართლაც ძალიან კარგად თამაშობს და, გარდა ამისა, ისეთ მატჩებსაც იგებს, სადაც მოგებას არ იმსახურებს. "შალკესთან" გამარჯვებაც ასეთი იყო: საქმე ისაა, რომ მატჩი ლაიპციგელთა 20 წლის თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის უპატიებელი სიმულაციით და შესაბამისად, შეცდომით დანიშნული თერთმეტმეტრიანით დაიწყო, რომელიც თავად ვერნერმა გამოიყენა და მე-2 წუთზე "ლაიპციგი" უკვე 1:0-ს იგებდა.

სკანდალური მომენტი 21-ე წამზე დაფიქსირდა: ვერნერს "შალკეს" საჯარიმოში ჯერ ნალდო შეეხო მსუბუქად, მერე კი სამი ნაბიჯი გადადგა, ბურთი ააცილა და გელზენკირხენელთა მეკარე რალფ ფერმანთან "ორთაბრძოლის" შედეგად, უკიდურესად თეატრალურად დაეცა! მსაჯმა ბასტიან დანკერტმა ფერმანი გააფრთხილა და "შალკეს" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც თავად ვერნერმა გაიტანა. გამეორებისას ცხადად ჩანდა, რომ კონტაქტი არ იყო და მსაჯი შეცდა.

"ნალდომ ხელი მკრა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ხელი მკრა და მოძრაობის რიტმიდან ამომაგდო. გარედან ისე ჩანს, თითქოს ვისიმულანტე, მაგრამ ეს არ იყო მომხდარის ჩემეული ინტერპრეტაცია. პენალტი იყო!" - განაცხადა მატჩის შემდეგ ვერნერმა, მაგრამ ტიმო ერთადერთია, ვინც ასე ფიქრობს.

"პირდაპირ ვიტყვი, გული მერევა ამ შემთხვევაზე. ასეთი რამ უბრალოდ არ შეიძლება! ფეხბურთში მეტი სამართლიანობაა საჭირო", - ეს "შალკეს" გოლკიპერ ფერმანის სიტყვებია.

გელზენკირხენელთა კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი სიცილით კვდებოდა, ეს თუ პენალტი იყო, მაშინ ბუნდესლიგის ყველა შეხვედრაში მინიმუმ 10-10 პენალტი უნდა ინიშნებოდესო. მწვრთნელმა მარკუს ვაინცირლმა კი აღნიშნა, მთელმა სტადიონმა დაინახა, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო და რაღა მთავარმა მსაჯმა, ან თუნდაც მეოთხე მსაჯმა ვერ შენიშნაო.

თვით "ლაიპციგის" მთავარმა მწვრთნელმა რალფ ჰაზენჰიუტლმაც კი აღიარა, რომ "შალკეს" კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო: "მსაჯს პენალტი არ უნდა დაენიშნა და იცით, რატომ? თუკი ნალდომ ვერნერი დაიჭირა ან ხელი ჰკრა, მანამდე უნდა დაცემულიყო".

რაც შეეხება არბიტრის კომენტარს: "მე შევნიშნე კონტაქტი ვერნერსა და მეკარეს შორის. ამიტომაც მივეცი ფერმანს ყვითელი ბარათი. მომენტი განმეორებით რამდენჯერმე ვნახე და, რა თქმა უნდა, უნდა ვაღიარო, რომ შევცდი!" - თქვა დანკერტმა.

როგორც გაირკვა, ვერნერმა "შალკეს" ფეხბურთელებსაც უთხრა, ფერმანი არ შემხებიაო, რაც ამ უკანასკნელმაც დაადასტურა. "ლაიპციგის" თავდამსხმელი იმაზე მიუთითებდა, რომ ნალდომ ჰკრა ხელი, მეკარეს კი არ ადანაშაულებდა. ფერმანი ამბობს, ტიმომ ეს მართლაც მითხრა, მსაჯი კი იქვე იდგა და წესით, უნდა გაეგონა და პენალტი უნდა გაეუქმებინაო.

სხვა მხრივ, "ლაიპციგმა" ისევ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 13 ტურის შემდეგ ბუნდესლიგის დამსახურებული ლიდერია. ეს გუნდი ყველას იმ "ჰოფენჰაიმს" ახსენებს, რომელმაც 2009 წელს კინაღამ პირველი წრე მოიგო და მხოლოდ იმის გამო ვერ მოიგო, რომ ბოლო ტურში "ბაიერნთან" დამარცხდა, მერე კი მთავარი გოლეადორი ვედად იბიშევიჩიც დაკარგა.

"ლაიპციგი" იმ "ჰოფენჰაიმისგან" იმით განსხვავდება, რომ გაცილებით თავდაჯერებული გუნდია და უფრო ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. და აღსანიშნავია, რომ "ლაიპციგი" პირველი წრის ბოლო ტურში სწორედ "ბაიერნს" ხვდება.

ისევ ის მიულერი!
როცა თომას მიულერი კარგად თამაშობს, მთლიანად მიუნხენის "ბაიერნიც" კარგია და დამაჯერებლად იგებს. პარასკევს, რეკორდმაისტერმა მაინცში კარგად ითამაშა, მოიგო და ეს პირველ რიგში სწორედ მიულერის დამსახურებაა. უფრო სწორად, იმის, რომ ბავარიელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ თავის მიუნხენურ ხანაში პირველად ითამაშა ოთხი შემტევით და პირველად გაამწესა მიულერი ცენტრში, რობერტ ლევანდოვსკის უკან!

"დიდი ხანია, ამ ტაქტიკით აღარ გვითამაშია და ხომ ნახეთ, რა კარგი იყო დღეს? ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშეთ!" - ეს არიენ რობენის სიტყვებია.

ამრიგად, ანჩელოტიმ ტაქტიკა შეცვალა და 4-3-3-ის ნაცვლად, რეკორდმაისტერი 4-2-3-1-ით ათამაშა. და ამ სქემაში მიულერი მოვლენების ეპიცენტრში იყო! "როცა მწვრთნელმა მითხრა, რომ დღეს ამ ტაქტიკით ვითამაშებდი და მე შუაში, ლევანდოვსკის უკან მაყენებდა, ძალიან გამიხარდა. ეს ჩემი საყვარელი პოზიციაა და ალბათ ყველამ დაინახა, რომ ამ პოზიციაზე უდიდესი სიამოვნებით ვთამაშობ", - აღნიშნა 27 წლის მიულერმა მატჩის შემდეგ.

თომასი მართლაც შესანიშნავი იყო - მიუხედავად იმისა, რომ გოლი მაინც ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, მან საგოლე პასი მიითვალა. მატჩის შემდეგ ლევანდოვსკიმაც თქვა, როცა მიულერი ჩემ უკან თამაშობს, ყველაფერი გაცილებით უკეთესად გამოგვდისო. კარლო ანჩელოტი არ არის ჯიუტი კაცი და, ალბათ, ამ ტაქტიკით გააგრძელებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჰერტა" და "ჰოფეც" აღარ ხუმრობენ!
სადაც "ლაიპციგზე" ვამბობთ, აღარ ხუმრობსო, იქ ასეთ სიტყვებს ბერლინის "ჰერტა" და "ჰოფენჰაიმიც" იმსახურებენ. ბერლინელებმა შაბათს ვოლფსბურგიდან წაიღეს სამი ქულა - თანაც ისე, რომ პირველი ტაიმი წააგეს და თამაში თავიანთ სასარგებლოდ მეორე ნახევარში შეატრიალეს. ეს "ჰერტასთვის" უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

ამრიგად, დედაქალაქის გუნდი "ლაიპციგს" ისევ 6, "ბაიერნს" კი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება "ჰოფენჰაიმს": "სოფლელების" დაუმარცხებელი სერია გრძელდება, ამ ტურში კი "ჰოფემ" ასევე კარგ ფორმაში მყოფი "კიოლნი" გაანადგურა (4:0). ასე რომ, 13 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში კვლავ ორი გუნდია წაუგებელი: "ლაიპციგი" და "ჰოფენჰაიმი". სეზონის წინ ამას ვინმე წარმოიდგენდა?

XIII ტური
მაინცი-ბაიერნი 1:3
გოლები: 1:0 კორდობა (4), 1:1 ლევანდოვსკი (8), 1:2 რობენი (21), 1:3 ლევანდოვსკი (92)
მაინცი (5-3-2): ლიოსლი - დონატი, ბალოგუნი, ბელი, ჰაკი (62. იოზთუნალი), ბროზინსკი - ფ. ფრაი (72. ლატცა), რამალიო (81. დე ბლაზისი), მალი - ონისივო, კორდობა.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი (77. ვიდალი), ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ლამი, ტიაგო ალკანტარა - რობენი, თ. მიულერი (87. რენატო სანჩესი), რიბერი (66. დუგლას კოშტა) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 1-5; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 9(3)-15(6); ბურთის ფლობა: 28%-72%; მაყურებელი: 34 000

დორტმუნდი-გლადბახი 4:1
გოლები: 0:1 რაფაელი (6), 1:1 ობამეიანგი (7), 2:1 პიშჩეკი (15), 3:1 დემბელე (64), 4:1 ობამეიანგი (68)
დორტმუნდი (3-4-3): ვაიდენფელერი - გინტერი, სოკრატისი, ბარტრა - პიშჩეკი, კასტრო, ნური შაჰინი (36. ვაიგლი), შმელცერი - დემბელე (89. მორი), ობამეიანგი, როისი (78. პულიშიჩი).
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, შტრობლი - კორბი, კრამერი, დაჰუდი (73. ვესტერგაარდი), ვენდტი - შტინდლი - აზარი (78. ფ. ჯონსონი), რაფაელი (82. ჰანი).
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 9-3; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 15(7)-3(1); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 81 360

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლევერკუზენი-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 0:1 ჰაბერერი (31), 1:1 ჩალჰანოღლუ (60)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი (46. და კოშტა), იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი - არანგისი, კამპლი - ჰავერტცი (56. პოჰიანპალო), ბრანდტი (91. კისლინგი), ჩალჰანოღლუ - ჩიჩარიტო.
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - კიუბლერი (72. იგნიოვსკი), გულდე, სოიუნჩი, გიუნტერი - შუსტერი (85. ო. ბულუთი), ფრანტცი - შტენცელი, ჰაბერერი (81. პეტერსენი), გრიფო - ნიდერლეხნერი.
88-ე წუთზე ჩიჩარიტომ (ლევერკუზენი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13(6)-10(2); ბურთის ფლობა: 68%-32%; მაყურებელი: 27 111

ვოლფსბურგი-ჰერტა 2:3
გოლები: 1:0 მაიორალი (12), 1:1 პლატენჰარდტი (16), 2:1 სეგუინი (18), 2:2 ესვაინი (69), 2:3 კალუ (91-პენ)
ვოლფსბურგი (3-5-2): ბენალიო - კნოხე, ბრუმა, როდრიგესი - სეგუინი, არნოლდი, გილავოგი (61. ლუის გუსტავო), დ. კალიჯური, გერჰარდტი - მაიორალი (78. დრაქსლერი) - გომესი.
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - შტარკი (80. ალანი), ლუსტენბერგერი - ჰარაგუჩი (59. ესვაინი), შტოკერი (59. დარიდა), კალუ - შიბერი.
გაძევება: სეგუინი (87. ვოლფსბურგი)
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 0-2; ჯარიმა: 21-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 6(4)-18(8); ბურთის ფლობა: 33%-67%; მაყურებელი: 25 317

ვერდერი-ინგოლშტადტი 2:1
გოლები: 1:0 კრუზე (24), 1:1 ზუტნერი (58), 2:1 ბარტელსი (76)
ვერდერი (4-2-2-2): დრობნი - ბაუერი, ლ. სანე, მოისანდერი, გარსია - იუნუზოვიჩი, ბარგფრედე - ბარტელსი, გნარბი (86. ველიკოვიჩი) - პისარო, კრუზე (74. ჰაიროვიჩი/88. გებრე სელასიე).
ინგოლშტადტი (4-2-2-2): ჰანსენი - ჰადერგიონაი, მ. მატიპი, ტისერანდი, ზუტნერი - როჯერი, კოენი (85. კიტელი) - ლეკიე, ა. იუნგი (46. ლესკანო) - ჰარტმანი, გროსი (82. ჰინტერზეერი).
გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14(5)-15(5); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 38 438

ჰოფენჰაიმი-კიოლნი 4:0
გოლები: 1:0 ვაგნერი (8), 2:0 ტოლიანი (39), 3:0 ვაგნერი (67), 4:0 უთი (89)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - კადერაბეკი, პოლანსკი (60. ატიკი), რუდი, ამირი, ტოლიანი - კრამარიჩი (60. უთი), ვაგნერი (81. ოხსი).
კიოლნი (4-2-3-1): კესლერი - სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი, რაუში - იოზჩანი (62. გირასი), ი. ჰექტორი - რისსე (24. ჰარტელი), ოსაკო, ცოლერი (62. რუდნევსი) - მოდესტე.
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10(6)-10(1); ბურთის ფლობა: 60%-40%; მაყურებელი: 29 740

ლაიპციგი-შალკე 2:1
გოლები: 1:0 ვერნერი (2-პენ), 1:1 კოლაშინაცი (31), 2:1 კოლაშინაცი (47-საკ. კარში)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - შმიტცი (23. დ. კაიზერი), ილსანკერი, ორბანი, ჰალსტენბერგი - დემე, კეიტა - ზაბიტცერი, ფორსბერგი (91. რ. ხედირა) - პოულსენი, ვერნერი (83. ბურკი).
შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი - შიოპფი (86. ჟუნიორ კაისარა), გორეტცკა, გაისი (86. რეეზე), ბენტალები (81. კონოპლიანკა), კოლაშინაცი - მ. მაიერი - ჩუპო-მოტინგი.
გაფრთხილება: 1-5; კუთხური: 8-5; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 14(5)-11(5); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 42 558

დარმშტადტი-ჰამბურგი 0:2
გოლები: 0:1 გრეგორიჩი (30), 0:2 ოსტჟოლეკი (90)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - იუნგვირთი, მილოშევიჩი, ზულუ, გუვარა - ნიმაიერი (81. შტრო-ენგელი), ვრანჩიჩი - სირიგუ, კლაინჰაისლერი (74. როზენტალი), ჰელერი - ჩოლაკი (61. ბეჟიაკი).
ჰამბურგი (4-2-3-1): მათენია - დიკმაიერი, ჯურუ, იუნგი, დუგლას სანტოსი - გ. საკაი, ოსტჟოლეკი - ნ. მიულერი (89. ჰანტი), ჰოლტბი, კოსტიჩი (84. ეკდალი) - გრეგორიჩი (73. გრეგორიჩი).
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 1-4; ჯარიმა: 16-24; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10(2)-21(5); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 17 000

აუგსბურგი-აინტრახტი 1:1
გოლები: 0:1 ჰრგოტა (11), 1:1 ჟი (34)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, იანკერი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - კორი, ბაიერი (91. კაჩარი) - შმიდი (83. ტაიგლი), ჰალილ ალთინთოფი, მაქსი (74. უსამი) - ჟი.
აინტრახტი (3-4-1-2): ჰრადეცკი - აბრაამი, ჰასებე, ვალეხო - ჩენდლერი, ჰუსტი (74. მ. ჰექტორი), მასკარელი, ოჩიპკა - გაჩინოვიჩი (62. ბარკოკი) - ჰრგოტა (87. სეფეროვიჩი), ა. მაიერი.
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 5-2; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14(5)-7(4); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 26 492

ბომბარდირები:
15 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
12 ანტონი მოდესტე (კიოლნი)
9 რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
8 ვედად იბიშევიჩი (ჰერტა)
8 ტიმო ვერნერი (ლაიპციგი)

მომდევნო ტური
9 დეკემბერი:
აინტრახტი-ჰოფენჰაიმი;

10 დეკემბერი:
ბაიერნი-ვოლფსბურგი, კიოლნი-დორტმუნდი, ჰამბურგი-აუგსბურგი, ინგოლშტადტი-ლაიპციგი, ფრაიბურგი-დარმშტადტი, ჰერტა-ვერდერი;

11 დეკემბერი:
გლადბახი-მაინცი, შალკე-ლევერკუზენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული