"მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 2:0 მოუგო "მიდლსბროს" და ნახევარფინალში გავიდა. დავიდ სილვამ და სერხიო აგუერომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდს მოაგებინეს.
"არსენალმა" 5:0 გაანადგურა სამოყვარულო "ლინკოლნ სიტი" და ასევე გავიდა ნახევარფინალში. სტუმრებმა თითქმის ტაიმის ბოლომდე გაძლეს, სანამ თეო უოლკოტი გახსნიდა ანგარიშს. მეორე ტაიმში ამას მოჰყვა ოლივიე ჟირუს, ალექსის სანჩესისა და აარონ რემზის (ერთი ავტოგოლი იყო) გოლები.
ეს არსენ ვენგერის გუნდის მე-200 გამარჯვება იყო "ემირეიტსის" სტადიონზე.
შაბათი. 11 მარტი
მიდლსბრო-სიტი 0:2
გოლები:
არსენალი-ლინკოლნი 5:0
გოლები: 1:0 უოლკოტი (45), 2:0 ჟირუ (53), 3:0 უოტერფოლი (58 ს. კ.), 4:0 ა. სანჩესი (72), 5:0 რემზი (75)
კვირა. 12 მარტი
ტოტენჰემი-მილუოლი 18:00
ორშაბათი. 13 მარტი
ჩელსი-მანჩესტერი 23:45