საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო კავშირმა (IFAB), ცოტა ხნის წინ ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებსა და ფედერაციებს უფლება მისცა, "სინბინი" სამოყვარულო დონეზე გამოსცადონ.
ინგლისში ამ უფლების გამოყენებას უკვე 2017/18 წლების სეზონში იწყებენ. იმ 32 სამოყვარულო ლიგაში, რომლებმაც ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, ფეხბურთელის მოედნიდან 10 წუთის გაძევების წესი იმოქმედებს.