"არსენალის" გასვლითი ფორმა ბოლივუდის ვარსკვლავმა წარადგინა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალმა" გულშემატკივრებისთვის ახალი ფორმის წარდგენის ორიგინალურ ხერხს მიმართა. "მეთოფეთა" 2017/18 წლების სეზონის გასვლით ფორმა გულშემატკივრებს არა რომელიმე ფეხბურთელმა, არამედ ბოლივუდის ვარსკვლავმა, 2007 წლის მის ინდიამ, ეშა გუპტამ წარუდგინა.

ფოტოგადაღება ლონდონში, "არსენალის" ერთ-ერთ ოფიციალურ მაღაზიაში გაიმართა.

ფეხბურთელები ახალ ფორმას პირველად 29 ივლისს, ემირეითსის თასზე, "ბენფიკასთან" გასამართ მატჩში მოირგებენ.

ეშა გუპტა ექტორ ბელერინის მეგობარია და სწორედ კატალონიელთა მარჯვენა მცველის რეკომენდაციით აირჩიეს ის ფორმის წარმდგენად. გასულ წელს, გუპტასა და ბელერინს რომანიც ჰქონდათ. ისნი ერთმანეთს დაშორდნენ, ამგრამ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული