რიო ფერდინანდს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს იმედი აქვს, რომ 34 წლის ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდი სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან წასვლაზე სერიოზულად აღარ იფიქრებს.

ვეტერანს მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს უმთავრდება.

"რიოს უკვე ველაპარაკე და ვიცი, რომ ამჟამად მას ყველაზე მეტად გამოსათხოვარი მატჩის დეტალები აინტერესებს. ჩვენ კი ძალიან გვინდა, რომ ის დარჩეს. დარწმუნებული ვარ, მისი აგენტი კლუბთან ამ თემაზე მოლაპარაკებებს აუცილებლად გამართავს. ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი ჩვენთან ერთი წლით დარჩენა იქნება," - აცხადებს სერ ალექსი.

ასევე იხილეთ:
ფერდინანდი დაბრუნდა და
წავიდა, ვეტერანს დასვენება სჭირდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული